მარკო რუბიო დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს ესაუბრა

მარკო რუბიო დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს ესაუბრა, - ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან, დევიდ ლემისთან და ჟან-ნოელ ბაროსთან ღაზაში არსებული ჰუმანიტარული ვითარება და რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების საკითხი განიხილა.

ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში აღნიშნულია, რომ მარკო რუბიომ და ჟან-ნოელ ბარომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის საკითხიც განიხილეს.

ცნობისთვის, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პარასკევს, თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდება. მოსალოდნელია, რომ შეხვედრაზე მხარეები სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შესახებ გამოაცხადებენ.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს