პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ინფორმაციით, თბილისის მერობის ერთ-ერთ კანდიდატად გიორგი შარაშიძე განიხილება

პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ ინფორმაციით, თბილისის მერობის ერთ-ერთ კანდიდატად გიორგი შარაშიძეს განიხილავენ.

როგორც პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ქეთევან ბაკარაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ის დარწმუნებულია, რომ გიორგი შარაშიძე თბილისელებისთვის გამორჩეულად ღირსეული მერობის კანდიდატი იქნება.

„გიორგი შარაშიძე ნამდვილად არის ერთ-ერთი გამორჩეული კანდიდატი თავისი პროფესიონალიზმით, კომპეტენციით, მენეჯერული გამოცდილებით და რაც ყველაზე ღირებულია, კეთილსინდისიერებით. გიორგი 4 წლის განმავლობაში თბილისის საკრებულოს წევრი გახლდათ, ძალიან კარგად იცის თბილისელების პრობლემები, გიორგიმ გამოავლინა თბილისის მუნიციპალიტეტის მერის არაერთი კორუფციული სქემა, არაერთი კორუფციული გარიგება და ტენდერი რუსულ სანქცირებულ კომპანიებთან. დარწმუნებული ვარ, გიორგი შარაშიძე თბილისელებისთვის იქნება გამორჩეულად ღირსეული მერობის კანდიდატი.

სამუშაო პროცესი მიმდინარეობს. განიხილება არაერთი კანდიდატი, პოზიციების შეჯერება ხდება ამომრჩეველთან და ყველაფრის განხილვა. ეს არ არის პარტიული გუნდის გადაწყვეტილება მხოლოდ. ვერ დაგიდასტურებთ ვერავისზე, რომ მერობის კანდიდატი იქნება გარანტირებულად“, - აღნიშნავს ქეთევან ბაკარაძე.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის