გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი - ღაზაში შეტანილი ჰუმანიტარული დახმარება არსებულ საჭიროებებს ვერ აკმაყოფილებს

ღაზაში შეტანილი ჰუმანიტარული დახმარება არსებულ საჭიროებებს ვერ აკმაყოფილებს, - ამის შესახებ გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა, ვოლკერ თურქმა განაცხადა.

„ისრაელი ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების შესვლას კვლავ მკაცრად ზღუდავს. ისრაელმა საკმარისი რაოდენობის ჰუმანიტარული დახმარების სწრაფი და შეუფერხებელი მიწოდება დაუყოვნებლივ უნდა უზრუნველყოს“, - განაცხადა ვოლკერ თურქმა.

მისი თქმით, ყველას მთავარი პრიორიტეტი ღაზაში ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა უნდა იყოს.

„მშვიდობიანი მოსახლეობისთვის საკვებზე წვდომის უფლების შეზღუდვა შესაძლოა ომის დანაშაულად და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად ჩაითვალოს“, - აღნიშნა გაერო-ს უმაღლესმა კომისარმა.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს