ირაკლი კობახიძე თურქმენეთის პრეზიდენტ სერდარ ბერდიმუჰამედოვს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე, გაეროს კონფერენციის ფარგლებში, თურქმენეთის პრეზიდენტ სერდარ ბერდიმუჰამედოვს შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და თურქმენეთს შორის სხვადასხვა სფეროში არსებულ თანამშრომლობაზე, ასევე სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავების პოტენციალზე.

„აღინიშნა ენერგეტიკის სექტორში პარტნიორობის პოზიტიური დინამიკა და სამხრეთის გაზის დერეფნის შესაძლებლობები ევროპაში თურქმენული ბუნებრივი აირის ტრანსპორტირების კუთხით.

შეხვედრისას ხაზი გაესვა მშვიდობისა და სტაბილურობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას და ამ მიმართულებით მაქსიმალური ძალისხმევის აუცილებლობას.

ირაკლი კობახიძემ თურქმენეთის პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში მოიწვია“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თურქმენეთში, ქალაქ ავაზაში, გაეროს კონფერენციაში მონაწილეობს.

თეონა აქუბარდია - რუსეთის „წითელი ხაზებით“ იკითხება რუსეთის ინტერესი საქართველოს ბელარუსიზაციის, სამ სახელმწიფოდ დაშლილი ან კონფედერაციით მის ქვეშ, და აქ მთავარი კითხვაა, ამ ვითარებაში თუ რა ბერკეტი რჩება ქვეყანას ამის საპირწონედ?!
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს