ყოველწლიური კონფერენცია მოწამვლისა და ტრავმული დაზიანებების პრევენციის შესახებ

წელს პირველად, საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლამ, ოფიციალური აკრედიტაციის საფუძველზე, კავკასიის მედიცინის ცენტრთან ერთად, მესამე ყოველწლიურ მოწამვლისა და ტრავმული დაზიანებების პრევენციის და მართვის კონფერენციას უმსაპინძლა. კონფერენციაზე, საქართველოს უნივერსიტეტისა და ემორის უნივერსიტეტს (აშშ) შორის არსებული თანამშრომლობის ფარგლებში, პროფესორმა, ექიმმა ტოქსიკოლოგმა, ზიად კაზიმ ათამდე საჯარო ლექცია ჩაატარა და ნაშრომები წარადგინა. მან მედიკამენტოზური და რადიაციული მოწამვლის, ასევე პანდემიურ პერიოდში განახლებული პრევენციული ზომების შესახებ ისაუბრა.

კონფერენციის მიზანია გამოცდილების გაზიარება და საერთაშორისო სიახლეებთან ინტეგრაცია, ქართველ პრაქტიკოსს ექიმებს და სამედიცინო პროგრამის სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ, ორდღიანი კონფერენციის ფარგლებში დასწრებოდნენ, მათთვის დაგეგმილ ვოქრშოფებს, ქართველი და უცხოელი სპეციალისტების მონაწილეობით.

ორდღიანი კონფერენციის ფარგლებში, მონაწილე, სერტიფიცირებული ექიმებისთვის ვორქშოფები ჩაატარეს:

  • ოთარ დიხამინჯიამ - ტოქსიკოლოგი,კავკასიის მედიცინის ცენტრის გადაუდებელი მედიცინის სამსახურის ცენტრის ხელმძღვანელი;
  • თინათინ მანჯავიძემ - ასოცირებული პროფესორი, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის და ჯანდაცვის ადმინისტრირების დეპარტამენტი ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლა;
  • მაია კერესელიძე - ასოცირებული პროფესორი, დოქტორი, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის და ჯანდაცვის ადმინისტრირების დეპარტამენტი, ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლა;
  • ქეთევან ზარიძე - ასოცირებული პროფესორი, დაავადებათა კონტროლის ცენტრი;
  • ნინო ჩხაბერიძე - პროფესორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტი, NCDC საქართველო.

„პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადო, საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლას ამ კონფერენციის მასპინძლობისთვის და ჩემს მეგობარს, ამირან გამყრელიძეს, რომლის დახმარებითაც ჩვენი თანამშრომლობა უკვე წლებს ითვლის. კონფერენციის თემები შერჩეულია სამედიცინო სფეროში არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, ჩვენ ექიმებმა ვიცით როგორ ვუმკურნალოთ დაავადებებს, მაგრამ არ ვიცით როგორ ავირიდოთ მკურნალობისგან გამოწვეული დაავადებები. რაც სამწუხაროდ ხშირად ფატალურ შედეგებს იწვევს, სწორედ ამ საკითხების ირგვლივ ვერთიანდებით, იმ გზების ძიებაში, რაც პრობლემების არსის გაგებაში და შემდეგ გადაჭრაში დაგვეხმარება. მსოფლიოს მასშტაბით ძალიან სწრაფად იზრდება ტოქსიკური ნივთიერებებით მოწამვლისაგან გამოწვეული დაავადებები, რის ფარგლებშიც სახელმწიფო და კერძო დონეზე სამედიცინო სფეროს ჩართულობა უდიდეს გამოწვევას წარმოადგენს. ჩემი აქ ყოფნის მიზეზიც სწორედ ეს არის, გავაძლიერო და დავეხმარო საქართველოს ემორის უნივერსიტეტის სახელით“, - განაცხადა ზიად კაზიმ, ექიმმა ტოქსიკოლოგმა.

კონფერენციაზე ვრცელი პრეზენტაციით წარსდგა ოთარ დიხამინჯია - ტოქსიკოლოგი, კავკასიის მედიცინის ცენტრის გადაუდებელი მედიცინის სამსახურის ხელმძღვანელი, მისი ტრენინგი ქყვეყნისთვის ერთ-ერთ ყველაზე რთულ გამოწვევას შეეხო, სამედიცინო სკრინინგ სერვისებს, მედიკამენტოზური მოწამვლის წინააღმდეგ. მისი თქმით, საქართველოში დაავადებების მკურნალობასთან დაკავშირებით სამწუხარო რეალობას არ არსებული სკრინინგ სერვისი იწვევს. რაც მოიაზრებს იმას, რომ ადამიანები გარკვეული მედიკამენტებით იწამლებიან, თუმცა ეს მოწამვლა რის პროვოცირებას იწვევს ვერ და არ კონტროლდება.

„სამედიცინო სფერო, განსაკუთრებით კოვიდის შემდეგ უდიდესი გამოწვევის წინაშე დგას, გამოიყენოს თუ არა გარკვეული მედიკამენტები, ასევე რომელ საერთაშორისო მწარმოებელს მიენდოს, როგორც ხარისხის გარანტს. დგას მოცემულობა, რომ სამედიცინო ნივთიერებებში, წამლებში, მომწამვლელი ნაერთებია. ეს ამ დარგისთვის არ არის ახალი ველოსიპედის გამოგონება და ყველამ ვიცით, რომ ასეთია მკურნალობის მეთოდი, მაგრამ სხვა საკითხია დოზირება და შემდგომ მაქსიმალური კონტროლი იმისა, თუ რა გამოვლინებები იჩენს თავს. სამწუხაროდ არ გვაქვს ლაბორატორიული ბაზები, სადაც დავადგენთ შემოსული მედიკამენტების ხარისხსს, მინდობილნი ვართ პარტნიორი ორგანიზაციების შედეგებს. ასევე, დიდი გამოწვევაა სახელმწიფო სერვისის, მეტადონის პროგრამის მონაწილეთათვის დროული სკრინინგი, რადგან კვლევები გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ მკურნალობა ღვიძლის პრობლემების პროვოცირებას იწვევს.“ - აღნიშნა ოთარ დიხამინჯიამ.

კონფერენციაზე განხილულ საკითხებს შორის, საუბარი რადიოაქტიური ნივთიერებების გამოფრქვევის პრობლემასაც შეეხო, რომელიც არამარტო მოწამვლას, არამედ ფიზიკურ დაზიანებებს და ტრავმებს იწვევს. პროფესორ ზიად კაზის თქმით, ამ თემის ირგვლივ გამოცდილებამ აჩვენა, რომ სამედიცინო საწარმოების მუშაობის პროცესში, სასიცოცხლოდ აუცილებელია თავდაცვითი ფაზები, სახელმწიფოს ჩართულობა კი, სწორედ ამ საკითხების მონიტორინგზე გადის.

(R)

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო