პრემიერი - უნდა შეფასდეს რეჟიმი - ეს არის მთავარი ამოცანა, რაც აქვს საგამოძიებო კომისიას, ასევე უნდა შეფასდეს, რა საქმიანობით იყვნენ დაკავებულები კონკრეტული პოლიტიკური ძალები 12-13 წლის განმავლობაში, როცა ოპოზიციას წარმოადგენდნენ

უნდა შეფასდეს რეჟიმი - ეს არის მთავარი ამოცანა, რაც აქვს საგამოძიებო კომისიას და ასევე უნდა შეფასდეს ის, თუ რა საქმიანობით იყვნენ დაკავებულები კონკრეტული პოლიტიკური ძალები და ადამიანები, გასული 12-13 წლის განმავლობაში, როდესაც ისინი უკვე ოპოზიციას წარმოადგენდნენ, ყველაფერს უნდა მიეცეს სამართლებრივი შეფასება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თურქმენეთში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, საგამოძიებო კომისიის ფორმატიდან საზოგადოებამ ბევრი ახალი ინფორმაცია მოისმინა, ასევე ბევრი რამ გაიხსენა და ყველა ეს მიგნება უნდა იყოს ასახული დასკვნით დოკუმენტში.

„საზოგადოება აკვირდებოდა საგამოძიებო კომისიის მუშაობას, არაერთი ახალი ინფორმაცია მოისმინა და, ასევე, ბევრი რამ შეგვახსენა საგამოძიებო კომისიის ფორმატმა. საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, ყველა ეს მიგნება უნდა იყოს ასახული საგამოძიებო კომისიის საბოლოო დასკვნაში. უნდა შეფასდეს რეჟიმი - ეს არის მთავარი ამოცანა, რაც აქვს საგამოძიებო კომისიას. რეჟიმის შეფასება უნდა გაკეთდეს და, ასევე, უნდა შეფასდეს ის, თუ რა საქმიანობით იყვნენ დაკავებულები კონკრეტული პოლიტიკური ძალები და ადამიანები, გასული 12-13 წლის განმავლობაში, როდესაც ისინი უკვე ოპოზიციას წარმოადგენდნენ. ეს ყველაფერი უნდა შეფასდეს და ყველაფერს უნდა მიეცეს სამართლებრივი შეფასება, ეს არის საგამოძიებო კომისიის მთავარი ამოცანა, დაველოდოთ საბოლოო დოკუმენტს“, - განაცხადა პრემიერმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა