პრემიერი - პრევენციული ზომები უნდა მივიღოთ და ყველას ვუთხრათ, რომ არის ღირებულებები, რაც არაფერში იცვლება - თუ ევროპულ ბიუროკრატიას ამას წინასწარ დავანახებთ, საკუთარი ფასეულობების და ღირებულებების დაცვა მეტად გაგვიმარტივდება

პრევენციული ზომები უნდა მივიღოთ და ყველას ვუთხრათ, რომ არის ღირებულებები, რაც არაფერში იცვლება - თუ ევროპულ ბიუროკრატიას ამას წინასწარ დავანახებთ, საკუთარი ფასეულობების და ღირებულებების დაცვა მეტად გაგვიმარტივდება, - ასე უპასუხა პრემიერ - მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უკრაინაში LGBTQI თემის უფლებების შესახებ შვედეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, „ეს არის სრულიად არაჯანსაღი ულტიმატუმი“.

„ჩვენ საზოგადოებას ვაფრთხილებდით, რომ თუ დღეს ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონს დავთმობთ, ხვალ შეიძლება პირდაპირ მოგვთხოვონ ცვლილებების გატარება, რაც უკავშირდება ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას, პარტნიორობის დაკანონებას, სქესის შესახებ ჩანაწერის შეცვლას, ერთნაირსქესიანი წყვილის მიერ შვილის აყვანის შესაძლებლობას და ასე შემდე. მომავალში ასეთი რამ შეიძლება მოითხოვონ.

ის, რაც შვედეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა ზუსტად ამას ნიშნავს, რომ ხვალ ევროინტეგრაციის სანაცვლოდ შეიძლება ასეთი მოთხოვნებიც კი დაგვიყენონ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შვედეთის პრემიერ-მინისტრმა ულფ კრისტერსონმა სოციალურ ქსელში შემდეგი პოსტი გამოაქვეყნა:

„დღეს საგერსკაში უკრაინელი LGBTQI ვეტერანები მივიღე. როდესაც ისინი ფრონტის ხაზზე სიცოცხლეს რისკავენ და სხვა გზებით მონაწილეობენ წინააღმდეგობაში, ისინი უკრაინის დაცვას ეხმარებიან, თუმცა ისინი ასევე იმ ლიბერალური ღირებულებების ცოცხალი გამოხატულება არიან, რომელთათვისაც უკრაინა იბრძვის.

დღეს, ერთსქესიან წყვილებს უკრაინაში ქორწინება ან რეგისტრირებული პარტნიორობა არ შეუძლიათ. ყველა უმცირესობის, მათ შორის LGBTQI თემის, უფლებების სრული სამართლებრივი დაცვა ჩვენთვის უკრაინის ევროკავშირთან მიდგომის მნიშვნელოვანი ნაწილია და ჩვენ მხარს ვუჭერთ. როგორც უკრაინის ძლიერი მხარდამჭერი, შვედეთი ყურადღებით დააკვირდება ამ ყველაფრის შესრულებას",- დაწერა მან.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა