მაკა ბოჭორიშვილი - საქართველოს არ შეუჩერებია ევროინტეგრაციის პროცესი, ევროინტეგრაცია ჩვენთვის საგარეო პოლიტიკის მთავარი მიმართულებაა - ევროპელი პარტნიორებისგან ვხედავთ ამ პროცესის პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენების მცდელობებს

საქართველოს არ შეუჩერებია ევროინტეგრაციის პროცესი, ევროინტეგრაცია ჩვენთვის საგარეო პოლიტიკის მთავარი მიმართულებაა და ევროპელი პარტნიორების მხრიდან, ვხედავთ ამ პროცესის პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენების მცდელობებს, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, ევროკავშირის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებზე არ იწვევენ საქართველოს წარმომადგენლებს და შემდეგ „მანიპულაციურად ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს საქართველო არ მონაწილეობს ამ ღონისძიებებში“.

„როდესაც ვსაუბრობთ ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებზე, ბოლო პერიოდში, დეზინფორმაციულად გამოიყენება მსგავსი განცხადება, თითქოს საქართველომ შეაჩერა ევროინტეგრაციის პროცესი, რაც აბსოლუტური მანიპულაციაა. საქართველოს არ შეუჩერებია ევროინტეგრაციის პროცესი. საუბარია ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში, შემდგომ მოლაპარაკებებზე, რომლის შესახებაც გადაწყვეტილება ევროკავშირის მხარემ უნდა მიიღოს. შესაბამისად, საკითხის ამგვარად გამოყენება სრული დეზინფორმაცია და მანიპულაციაა.

რაც შეეხება კონკრეტულ მოწვევას, ვხედავთ, რომ საქართველოსთან მიმართებაში, ევროკავშირის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები გამოიყენება ერთადერთი მიზნისთვის, რომ როგორღაც მოახდინონ ამ ღონისძიებებით დღის წესრიგის შექმნა. არ იწვევენ საქართველოს წარმომადგენლებს ამ ღონისძიებებზე და შემდგომ, მანიპულაციურად ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს საქართველო არ მონაწილეობს ამ ღონისძიებებში. საქართველოს არანაირად არ შეუჩერებია ევროინტეგრაციის პროცესი, ევროინტეგრაცია ჩვენთვის არის საგარეო პოლიტიკის მთავარი მიმართულება და პირიქით, ჩვენ ვხედავთ ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან ევროინტეგრაციის პროცესის პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენების მცდელობებს“,- განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან