ნიკა კაცია - თუ ვინმეს ბოდიში აქვს მოსახდელი, აქვს რეჟიმს იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებიც სასიკვდილოდ გაწირეს, ასევე, 60-ზე მეტი პატიმრისთვის - ბოდიშს მოვიხდი კი არა, ეს სიმართლე კიდევ უფრო ხმამაღალი იქნება, ჩვენი ხმა მისწვდება კოსმოსს

როცა ვსაუბრობთ ღირსეულ ქალზე, აუცილებლად უნდა ვახსენო ნინო დათაშვილი, რომელსაც სისტემა ძალიან უსამართლოდ ექცევა - თუ ვინმეს ბოდიში აქვს მოსახდელი, აქვს რეჟიმს იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებიც სასიკვდილოდ გაწირეს,- ამის შესახებ ნარკოდანაშაულში ბრალდებულმა ჟურნალისტმა ნიკა კაციამ სასამართლო დარბაზში, ჩვენების მიცემამდე განაცხადა.

ამასთან, მან სოლიდარობა გამოუცხადა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელ მზია ამაღლობელსაც. როგორც მან აღნიშნა, მზია ამაღლობელი თავისი საქციელით სამაგალითოა.

„პირველ რიგში, ჩემს კოლეგა მზია ამაღლობელს უნდა გამოვუცხადო ძალიან დიდი სოლიდარობა. მზია ამაღლობელი თავისი საქციელით სამაგალითოა. როცა ვსაუბრობთ ღირსეულ ქალზე, აუცილებლად უნდა ვახსენო ნინო დათაშვილი, რომელსაც სისტემა ძალიან უსამართლოდ ექცევა.

თუ ვინმეს ბოდიში აქვს მოსახდელი, აქვს რეჟიმს იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებიც სასიკვდილოდ გაწირეს. ასევე, ბოდიში აქვს მოსახდელი რეჟიმს თითოეული - 60-ზე მეტი პატიმრისთვის. ქვეყნის გაუბედურებისთვის, ბევრი ადამიანის შეურაცხყოფისთვის.

მოდის ძალიან ბევრი ხმა, რომ რაღაცებს გვთხოვენ. ერთხელ და სამუდამოდ - ბოდიშს მოვიხდი კი არა, ეს სიმართლე კიდევ უფრო ხმამაღალი იქნება, ჩვენი ხმა მისწვდება კოსმოსს“, - აღნიშნა კაციამ.

ცნობისთვის, ნიკა კაციას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ნიკა კაცია 7 დეკემბერს დააკავეს.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო