ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატი - დღეს 5 მოწმიდან 4 იყო მოყვანილი, რომლებმაც განაცხადეს, რომ არასდროს, სხვა აქციების დროსაც, ანდრო ჭიჭინაძის მხრიდან უკანონო მოქმედება არ უნახავთ - ვერ დასტურდება ცალკეულად ძალადობრივი მოქმედები, ვერც ჯგუფურობა

ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატის, თორნიკე მიგინეიშვილის განცხადებით, დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარემ 5 მოწმიდან 4 დაკითხა – მოწმეებმა სამართალდამცველთა მხრიდან ძალადობაზე ისაუბრეს.

ადვოკატის თქმით, მოწმეების ჩვენების მიხედვით, ანდრო ჭიჭინაძეს არასდროს, არც ერთ აქციაზე, მათ შორის არც მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებულ აქციებზე, არ ჩაუდენია რაიმე უკანონო მოქმედება.

მისივე თქმით, ბრალდების მხარის, ასევე დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დასტურდება ცალკეულად ძალადობრივი მოქმედები და ვერც ჯგუფურობა დასტურდება.

„დღეს, ანდრო ჭიჭინაძის დაცვის მხარის მიერ 5 მოწმიდან 4 მოწმე იყო მოყვანილი, რომლებმაც აღწერეს, რომ არანაირი უკანონო მოქმედება, არა აქციების დროს, არამედ არასდროს, სხვა აქციების დროსაც კი არ უნახავთ ანდრო ჭიჭინაძის მიერ განხორციელებული.

ასევე მათ აღწერეს, როგორ ემუქრებოდნენ სამართალდამცველები აქტივისტებს, ასევე თუ როგორ ისროდნენ ისინი მძიმე ნივთებს, როგორ აზიანებდნენ თავად სამართალდამცველები სქროლებსა თუ სხვა ნივთებს.

დღეს ძალიან სწორი აქცენტები გააკეთეს დაცვის მხარის მოწმეებმა. მათ ზუსტად ახსნეს თუ როგორ იცავდნენ თავს აქტივისტები, როდესაც მათ სასიკვდილოდ მისდევდნენ სამართალდამცველები.

ბრალდების მხარის მიერ და ასევე დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება ის, რომ თუ ვინმე ძალადობდა, ეს იყვნენ მხოლოდ სამართალდამცველები, აქტივისტების მისამართით.

ვერ დასტურდება ცალკეულად ძალადობრივი მოქმედები, ვერც დასტურდება ჯგუფურობა. ასევე ვერ დასტურდება ვინმე ორგანიზატორის არსებობა“,- განაცხადა თორნიკე მიგინეიშვილმა.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს