გრიგოლ გეგელია - მათ ენაზე ვეტყვი - რა „მელკი“ ხალხიც არიან, ისეთივე „მელკი და მეშჩან“ თემებს დასდევენ - ბოლო რამდენიმე დღეა, ოლიგარქის ლეკვების შეტევის მთავარი ობიექტი „ლელო - ძლიერი საქართველო“ გახდა, გასაგებია, ვაწუხებთ

მათ ენაზე ვეტყვი - რა "მელკი" ხალხიც არიან, ისეთივე "მელკი და მეშჩან" თემებს დასდევენ. ბოლო რამდენიმე დღეა, ოლიგარქის ლეკვების შეტევის მთავარი ობიექტი "ლელო - ძლიერი საქართველო" გახდა, გასაგებია ვაწუხებთ , - ასე შესახებ “ლელო-ძლიერი საქართველოს“ საგარეო მდივანმა, გრიგოლ გეგელიამ შემოსავლების სამსახურის მიერ გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის მიერ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის ოჯახის საკუთრებაში არსებული ბინის ქირაობის საკითხზე მოკვლევის დაწყებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ადგილი ჰქონდა ტექნიკურ შეცდომას, პრობლემა იქნა ოჯახის მიერ აღმოჩენილი და ოჯახის ინიციატივითვე საკითხი სრულად ამოიწურა.

„პირველ რიგში საზოგადოებას მინდა კიდევ ერთხელ შევახსენო, რომ მამუკა ხაზარაძეს და მის შექმნილ კომპანიებს წელიწადში ასობით მილიონი შეაქვს ქვეყნის ბიუჯეტში, შესაბამისად, ამ ოჯახის მილიარდობით გადასახადია ქვეყნის ეროვნულ ბიუჯეტში შეტანილი წლების განმავლობაში, და რომ არა ეს ყოვლად კორუფციის ჭაობში ჩამხრჩვალი ხელისუფლება ეს თანხები უნდა ხმარდებოდეს სწორედ ქართველი ხალხის სოციალურ ეკონომიკურ განვითარებას.

ამიტომ, განსხვავებით ტოტალურ კორუფციაში ჩამხრჩვალი პაპუაშვილისგან მდინარაძისგან და კობახიძისგან, თუ ვინმეს აქვს შეტანილი თანხები ეროვნულ ბიუჯეტში და არა გამოტანილი და მოპარული, ეს არის სწორედ მამუკა ხაზარაძე.

რაც შეეხება ამ კონკრეტულ საკითხს, ეს არის მარტივი საკითხი, რომელსაც პროპაგანდისტული მედია ლამის მთელი კვირაა თითზე იხვევს, მაგრამ ყველაფერი არის მარტივად, ადგილი ჰქონდა ტექნიკურ შეცდომას. პრობლემა იქნა ოჯახის მიერ აღმოჩენილია და ამას ხაზი მინდა გავუსვა. ოჯახის მიმართვის საფუძველზე მიეცა ამ ყველაფერს მსვლელობა და ოჯახის ინიციატივითვე ამოიწურა ეს საკითხი სრულად“,- აცხადებს გეგელია.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
საქართველოში MG (Morris Garages)-ის პირველი ოფიციალური შოურუმი გაიხსნა