რუსთაველის გამზირზე აქცია მიმდინარეობს - პარლამენტთან შეკრებილებს ფილარმონიიდან გამართული მსვლელობის მონაწილეებიც შეუერთდნენ

„ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელისა და აქტივისტ, ნინო დათაშვილის მხარდამჭერები პარლამენტთან მიმდინარე აქციას შეუერთდნენ.

აქცია-მსვლელობის მონაწილეები თავდაპირველად „ფილარმონიიდან“ რუსთაველის გამზირზე მივიდნენ, საიდანაც „თავისუფლების მოედანზე“ გადაინაცვლეს.

ამ დროისთვის, აქციის მონაწილეებს რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა აქვთ გადაკეტილი.

შეგახსენებთ, მოქალაქეები რუსთაველის გამზირზე 240 დღეზე მეტია უწყვეტად იკრიბებიან მოთხოვნით: ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა და აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლება.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს