დონალდ ტრამპი - ჩემი სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი რუსეთში მოლაპარაკებებს დღეს გამართავს - ტარიფების დაწესების მხრივ ბევრი რამის გაკეთებას ვაპირებთ

სტივ უიტკოფი დღეს რუსეთში მოლაპარაკებებს გამართავს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა. აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ახლო აღმოსავლეთში მისი სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი რუს ოფიციალურ პირებს მოსკოვში ოთხშაბათს შეხვდება.

ამასთან, მისი თქმით, იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც რუსულ ნავთობს ყიდულობენ, ტარიფების დაწესების შესახებ გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში მიიღებს.

"მე ზუსტი პროცენტი არასდროს მითქვამს, მაგრამ ამ მხრივ ბევრი რამის გაკეთებას ვაპირებთ. ვნახოთ, რა მოხდება შედარებით მოკლე დროში. რუსეთთან შეხვედრა გვაქვს და ვნახოთ, რა მოხდება“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს