დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი მოსკოვში ჩავიდა

სტივ უიტკოფი მოსკოვში ჩავიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

რუსული მედიის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის თვითმფრინავი მოსკოვის „ვნუკოვოს“ აეროპორტში დაეშვა.

სტივ უიტკოფს აეროპორტში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის სპეციალური წარმომადგენელი უცხო ქვეყნებთან ინვესტიციებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში, კირილ დმიტრიევი დახვდა.

ცნობისთვის, ეს რუსეთში უიტკოფის მეხუთე ვიზიტია. ბოლოს დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი ვლადიმერ პუტინს 25 აპრილს შეხვდა.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს