პროკურორი ნინო დათაშვილის ექსპერტიზაზე - ხაზგასმით ვამბობ, რომ არა მსგავსი შინაარსის სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოდგენა დაცვის მხარის მიერ, ექსპერტიზის ჩატარების საჭიროება ბრალდების მხრიდან არც დადგებოდა

პროკურორი დავით ყაზარაშვილი მანდატურზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ ნინო დათაშვილისთვის ექსპერტიზის დანიშვნის საკითხს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ბრალდებულისთვის ექსპერტიზის ჩატარების აუცილებლობა გამოწვეულია არა ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული რაიმე მტკიცებულებით, არამედ უშუალოდ დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის შინაარსიდან გამომდინარე, „სადაც სიტყვა-სიტყვით მითითებულია კონკრეტული თანმხლები დაავადება“.

როგორც პროკურორმა აღნიშნა, მსგავსი ექსპერტიზა უტარდება ძალიან ბევრ ადამიანს და მიზანი არა ვინმეს მიმართ სადამსჯელო ღონისძიების გატარებაა, როგორც ამაზე არასწორად ხდება ყურადღების გამახვილება, არამედ, ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის დადგენაა.

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს გამოვეხმაუროთ ნინო დათაშვილისათვის დანიშნული ექსპერტიზის ირგვლივ გაკეთებულ განცხადებებს და გავრცელებულ დეზინფორმაციას.

პირველ რიგში, ძალიან სამწუხაროა, რომ ამ საკითხზე საჯაროდ გვიწევს საუბარი, რადგან ეს არის კონკრეტული პირის პირადი ინფორმაცია და როგორც წესი, ამაზე ასე ხმამაღლა არ უნდა ვსაუბრობდეთ, თუმცა, რადგან საკითხი თავად დაცვის მხარემ წამოჭრა, გვიწევს დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია.

რაც შეეხება ექსპერტიზის ჩატარებას, აღნიშნული გამოწვეულია არა ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული რაიმე მტკიცებულებით, არამედ უშუალოდ დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის შინაარსიდან გამომდინარე, სადაც სიტყვა-სიტყვით მითითებულია კონკრეტული თანმხლები დაავადება. კიდევ ერთხელ, ხაზს ვუსვამ, რომ არა მსგავსი შინაარსის სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოდგენა დაცვის მხარის მიერ, ექსპერტიზის ჩატარების საჭიროება ბრალდების მხრიდან არც დადგებოდა.

აქვე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მსგავსი ექსპერტიზა უტარდება ძალიან ბევრ ადამიანს და მიზანი არა ვინმეს მიმართ სადამსჯელო ღონისძიების გატარებაა, როგორც ამაზე არასწორად ხდება ყურადღების გამახვილება, არამედ, ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის დადგენაა.

კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, რომ მსგავს შემთხვევაში, მიუხედავად ბრალდებულის ვინაობისა, ინიშნება და ტარდება შესაბამისი ექსპერტიზა და მერწმუნეთ, რომ ეს ექსპერტიზა არც ადამიანის წამებასთან არის დაკავშირებული და არც მისი დასჯის მეთოდია, რასაც არასწორად აწვდიან საზოგადოებას. ექსპერტიზის ფარგლებში, მხოლოდ და მხოლოდ პირთან ტარდება გასაუბრება და მასზე დაკვირვების შედეგად ხდება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დადგენა და შეფასება“, - განაცხადა პროკურორმა.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს