უკრაინის პრემიერ-მინისტრი - მომდევნო 18 თვის განმავლობაში, აშშ-უკრაინის საინვესტიციო ფონდის ფარგლებში სამი პროექტის დაწყება იგეგმება

მომდევნო 18 თვის განმავლობაში აშშ-უკრაინის საინვესტიციო ფონდის ფარგლებში სამი პროექტის დაწყება იგეგმება, - ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, იულია სვირიდენკომ განაცხადა.

უკრაინის პრემიერ-მინისტრის, იულია სვირიდენკოს ცნობით, აშშ-ის სახაზინო მდივანს, სკოტ ბესენტს „აშშ-უკრაინის რეკონსტრუქციის საინვესტიციო ფონდისა“ და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების შესახებ ესაუბრა.

„ჩვენ ფონდის მანდატის გაფართოებაზე ვმუშაობთ, რათა ინვესტიციების განხორციელება თავდაცვის სექტორშიც მოხდეს. ჩვენი მიზანი მომდევნო 18 თვის განმავლობაში პირველი სამი პროექტის დაწყებაა“, - განაცხადა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა.

მისი თქმით, სკოტ ბესენტთან სატელეფონო საუბრისას უკრაინული დრონების წარმოებისა და ექსპორტის საკითხიც განიხილა.

„ასევე, ვისაუბრეთ სანქციებით ზეწოლის გაზრდისა და საერთაშორისო ფინანსურ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის საკითხი“, - აღნიშნა იულია სვირიდენკომ.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს