“სამართლიანი არჩევნები“ - ორგანიზაცია სოციალურ მედიაში მოქმედ პროპაგანდისტულ მედიასაშუალებებსა და ანონიმურ გვერდებს დააკვირდა - გამოიკვეთა თანხვედრა მათ გზავნილებსა და “ქართული ოცნების” რიტორიკას შორის

“სამართლიანი არჩევნების“ ინფორმაციით, ორგანიზაცია 2025 წლის პირველ კვარტალში სოციალურ მედიაში მოქმედ პროპაგანდისტულ მედიასაშუალებებსა და ანონიმურ გვერდებს დააკვირდა, რის შედეგად გამოიკვეთა თანხვედრა მათ მიერ გავრცელებულ გზავნილებსა და “ქართული ოცნების” რიტორიკას შორის.

“სამართლიანი არჩევნების“ ცნობით, აღნიშნული გვერდები ღიად უჭერდნენ მხარს “ქართულ ოცნებას“, ახდენდნენ პარტიის მიმართ კრიტიკულად განწყობილი ჯგუფების დისკრედიტაციას, აქტიურად ავრცელებდნენ “დიფ სთეითთან“ დაკავშირებულ ანტიდასავლურ შეთქმულების თეორიას და ცალკეული ევროპული სახელმწიფოების, დასავლური ქვეყნების ელჩებისა და ევროპელი პოლიტიკოსების საწინააღმდეგო განცხადებებს.

“სამართლიანი არჩევნების“ განცხადებით, სოციალური მედიის მონიტორინგის შედეგად ასევე გამოვლინდა რუსული საინფორმაციო მანიპულაციები და ჩარევები.

“საანგარიშო პერიოდში რუსეთი ორ ძირითად საინფორმაციო ოპერაციას აწარმოებდა “ფეისბუქზე“ ანონიმურად მოქმედი ქსელისა და რუსული Pravda-ის ქართულენოვანი ვებსაიტის საშუალებით.

როგორც რუსეთიდან მართული ანონიმური ქსელი, ასევე Pravda-ის ეკოსისტემა, ავრცელებდა გზავნილს, რომ აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციის მსგავსად, დასავლურ ფონდები და ევროკავშირი ქვეყანაში დესტაბილიზაციასა და რევოლუციის მოწყობას აფინანსებდნენ. რუსული ქსელი დასავლეთის ქვეყნებსა და დიპლომატებს შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობასა და ხელისუფლებაზე ზეწოლაში სდებდა ბრალს, მათ შორის სანქციებზე მითითებით”, - აცხადებს “სამართლიანი არჩევნები".

„სამართლიანი არჩევნების“ განცხადება ვრცლად იხილეთ ბმულზე

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა