გიორგი ახობაძე - შესაძლოა, ამათ ჩემთან საუბრის შემდეგ საქმის „შეკერვა“ უფრო დახვეწეს, ამიტომ თუ აქ იგივე ბრალდებით მოვხვდები, მეტი ჭიდაობა მოგვიწევს - უკეთესად შეეძლოთ! იჩქარეს, ალბათ სჭირდებოდათ ეფექტის შექმნა, რომ ხალხს მასიურად იჭერდნენ

ისეთი ბავშვური შეცდომებია დაშვებული, რომ არ მინდა, ის სახელი ვუწოდო მუნდირიანებს, რაც მათ 90-იანებში ერქვათ - რეალურად, რაც მათ ქნეს, შევარდნაძის დროინდელი ნამუსგარეცხილებიც კი, 100 დოლარზე რომ კადრულობდნენ, უფრო მაღალი ხარისხით აკეთებდნენ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ნარკოდანაშაულში ბრალდებულმა გიორგი ახობაძემ განუცხადა, რომელიც მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა უდანაშაულოდ ცნო და სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლა.

როგორც ახობაძემ აღნიშნა, მისთვის წარდგენილი ბრალი, რომელიც 8 წლიდან 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა, სრულიად არაადეკვატური იყო.

„საქმეზე მტკიცებულება რომ დაგვირთო [მოსამართლემ], მეგონა, რომ შესაძლოა განაჩენამდე პრესტიჟს ინარჩუნებდა. ყველაზე მნიშვნელოვანი სიგნალი იყო 25-წუთიანი დაგვიანება შემოსასვლელში. ვფიქრობდი, რომ ალბათ სხდომა კიდევ გადაიდებოდა ან სხვა რაღაც ხდებოდა.

მოსამართლის მხრიდან ხაზგასმით აღინიშნა, რომ ეს ყველაფერი არასაკმარისი მტკიცებულებების გამო მოხდა. ბარემ ვიტყვი, რომ შესაძლოა ამათ ჩემთან საუბრის შემდეგ საქმის „შეკერვა“ უფრო მეტად დახვეწეს, ამიტომ თუკი შემდეგ ჯერზე აქ იგივე ბრალდებით მოვხვდი, უფრო მეტი ჭიდაობა მოგვიწევს.

უკეთესად შეეძლოთ! რეალურად იჩქარეს, სჭირდებოდათ ალბათ რაღაც ეფექტის შექმნა, რომ ხალხს მასიურად იჭერდნენ.

ეს რვა თუ ცხრა თვე ჩუმად მომისაჯეს - წინასწარი პატიმრობით ჩამსვეს ციხეში“, - განაცხადა გიორგი ახობაძემ.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის