პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული ანატოლი გიგაურის საქმეზე განაჩენი 8 აგვისტოს გამოცხადდება

„ნაციონალური მოძრაობის" წევრის, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ ანატოლი გიგაურის საქმეზე განაჩენი 8 აგვისტოს გამოცხადდება.

სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 10:30 საათზეა დანიშნული.

აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს" გიგაურის ადვოკატმა ლაშა ცუცქირიძემ განუცხადა.

8 აგვისტოს სხდომაზე ანატოლი გიგაური საბოლოო სიტყვას წარმოთქვამს, რის შემდეგაც მოსამართლე ჯვებე ნაჭყებია განაჩენს გამოაცხადებს.

ეს მოსამართლეს 28 ივლისს უნდა გაეკეთებინა, თუმცა, მხარეთა რეპლიკების მოსმენის შემდეგ, ნაჭყებიამ მოულოდნელად, ბრალდებულის საბოლოო სიტყვის ეტაპზე სხდომა გაურკვეველი ვადით გადადო. მოსამართლის განმარტებით, რამდენიმე საკითხი იყო, რასაც გულდასმით შესწავლა და დრო სჭირდებოდა, მათ შორის, ნაჭყებიამ ახსენა, რომ საქმეში „აუცილებელი მოგერიებაც“ იყო გაჟღერებული.

10-დღიანი ფიქრის შემდეგ, მოსამართლე განაჩენს პარასკევს გამოაცხადებს.

ადვოკატ ლაშა ცუცქირიძის განმარტებით, ანატოლი გიგაური, როცა მან პოლიციელს ხელი მოუქნია, თვითდაცვის მოქმედებას ახორციელებდა და ის აუცილებელი მოგერიების ფარგლებში იმყოფებოდა.

მისივე თქმით, საქმეში წარმოდგენილი ვიდეომასალიდან ჩანს, დაზარალებულის სტატუსის მქონე პატრულ-ინსპექტორი როგორ ურტყამს ანატოლი გიგაურს მუშტს სახის არეში, ხოლო რამდენიმე წამის შემდეგ, განმეორებითი მცდელობისას გიგაური იქნევს ხელს, რაც ადვოკატის განმარტებით, იმას ნიშნავს, რომ ის აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა.

სახელმწიფო ბრალდების განმარტებით კი, გიგაური პოლიციელს თავს დაესხა.

ცნობისთვის, ანატოლი გიგაური სამართალდამცავებმა 25 ნოემბერს დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული, ადგილზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის მყოფ პატრულ-ინსპექტორს თავს დაესხა და მასზე ფიზიკურად იძალადა.

ანატოლი გიგაურს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თეონა აქუბარდია - რუსეთის „წითელი ხაზებით“ იკითხება რუსეთის ინტერესი საქართველოს ბელარუსიზაციის, სამ სახელმწიფოდ დაშლილი ან კონფედერაციით მის ქვეშ, და აქ მთავარი კითხვაა, ამ ვითარებაში თუ რა ბერკეტი რჩება ქვეყანას ამის საპირწონედ?!
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა