პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე მოქალაქეები გრიგოლ გეგელიას დაუპირისპირდნენ, რის შემდეგაც „ლელოს“ წევრებს ტერიტორიის დატოვება მოუწიათ

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე მოქალაქეები „ლელო-ძლიერი საქართველოს” ლიდერებს დაუპირისპირდნენ.

კერძოდ, სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე, მზია ამაღლობელის მხარდასაჭერ აქციაზე „ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი გრიგოლ გეგელია შენიშნეს.

აქციის მონაწილეების განაცხადებით, მათი პროტესტის მიზეზი „ლელოს” ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა გახდა.

„ლელო” არის კოლაბორანტი პარტია, რომელიც “ქოცებთან” ერთად ჩაირეცხება” - ისმოდა აქციის მონაწილეების მხრიდან.

მოგვიანებით, სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურში გადაიზარდა, რის შემდეგაც გრიგოლ გეგელიას და „ლელოს“ სხვა წარმომადგენლებს რუსთაველის გამზირის დატოვებაც მოუწიათ. გეგელია ადგილიდან სამართალდამცველებმა გაიყვანეს.

როგორც თავად გეგელიამ მედიასთან განაცხადა, ადგილი არ ჰქონია არანაირ დაპირისპირებას და „ყველანი ერთ მხარეს დგანან“.

პარალელურად აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ, რომ მათთან პრობლემა აქვს რუსთაველის გამზირს.

„ჩვენი ძირითადი მიზანი არის ახალი საპარლამენტო არჩევნები და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება. არის მღელვარება, მაგრამ მე მესმის, არანაირი პრობლემა არ არის, არანაირი თავდასხმა არ ყოფილა, არანაირი მნიშვნელოვანი ექსცესი. განურჩევლად იმისა, ვის როგორი პოზიცია აქვს, გავაგრძელებ ამ ქვეყნისთვის ბრძოლას. ყველაფერი არის კარგად და იქნება კარგად. არავითარი სხვა სამიზნე და წინააღმდეგობა არ არსებობს და არ იარსებებს. ყველა ადამიანს მინდა ვთხოვო, გაასწორონ ფოკუსი და გაიხსენონ, ვინ არის ამ ქვეყნის მტერი. განურჩევლად იმისა, თუ ბრძოლის ვის რა ტაქტიკა გვაქვს, გავერთიანდეთ და დავდგეთ ერთად“, - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

ლორა თორნტონი - მე ვარ მხოლოდ ერთი ხმა ხმათა გუნდში, რომელიც ამბობს, რომ საქართველო პრორუსული „ქართული ოცნების“ პირობებში ავტორიტარიზმში გადაეშვა - მე თუ არ ვიქნები სპიკერი, ჩემს ადგილს ვიღაც სხვა დაიკავებს და იტყვის ზუსტად იგივეს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.02.2026
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ხელისუფლება ცდილობს კანონმდებლობა თავის მიზნებსა და იდეებს მოარგოს
ნათია ფიფია - თუ 2026-2027 სასწავლო წლისთვის აპირებდნენ ახალი პრინციპით: „ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი“ სტუდენტების მიღებას, მაშინ უნივერსიტეტების გაერთიანების საკითხი ნამდვილად ახლა უნდა გადაწყვეტილიყო