გიორგი ახობაძე აქციის მონაწილეებს - გული მწყდება, რომ რუსთაველზე ხალხი მიტოვებულია, სირცხვილია - აქ უნდა ვიდგეთ ისევ იმდენი, რამდენიც ვიდექით ნოემბერსა და დეკემბერში, საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანოთ

ექიმი გიორგი ახობაძე, რომელიც დღეს სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა, რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე მივიდა.

გიორგი ახობაძის გამოჩენას აქციის მონაწილეების მხრიდან ოვაციები და შეძახილები მოჰყვა.

ამასთან, ახობაძემ პროტესტის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

ახობაძის თქმით, რუსთაველის გამზირზე პროტესტი იმ მასშტაბით უნდა გაგრძელდეს, როგორიც იყო ნოემბერში.

„მინდა იმ ხალხს მივმართო, ვინც აქ იდგა 28 ნოემბრიდან. მესმის, რომ რაღაცები შეიცვალა, ზოგს შეეშინდა, ზოგს იმედი გაუცრუვდა. ვინც ეს თვეებია დგას რუსთაველზე, თავის წილ საქართველოს დაატარებს ხელის გულზე და ცდილობს, სამშვიდობოზე გაიყვანოს. მგონია, რომ დადგა დრო, ყველამ დაიჯეროს და პატივი სცეს ამ ხალხის ბრძოლას, გამოვიდნენ და ისევ იმდენი გახდნენ, რამდენიც ვიყავით ნოემბერში. ორგანიზება და სტრუქტურირება გვინდა. გული მწყდება იმაზე, რომ რუსთაველზე ხალხი არის მიტოვებული. სირცხვილია, აქ უნდა ვიდგეთ ისევ იმდენი, რამდენიც ვიდექით ნოემბერსა და დეკემბერში. საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანოთ!“, - განაცხადა ახობაძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს