პაატა მანჯგალაძე - აგვისტოს ომის ბიჭებმა აჩვენეს, რომ ერთ ადამიანს შეუძლია თავდადებით შეაჩეროს იმპერია, როცა ზურგს ერის სიყვარული უმაგრებს

აგვისტოს ომის ბიჭებმა აჩვენეს, რომ ერთ ადამიანს შეუძლია თავდადებით შეაჩეროს იმპერია, როცა ზურგს ერის სიყვარული უმაგრებს - გმირობა ჩვენთვის მხოლოდ წარსულის ხსოვნა არ არის, ის გადარჩენის ფორმულაა მომავალშიც,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე აცხადებს.

მანჯგალაძის თქმით, „ომი ჯერ არ დამთავრებულა და მტერმა მხოლოდ სახე და ფორმა შეიცვალა“.

„აგვისტოს ომის გმირები - ბიჭები, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლით შეინარჩუნეს იდეა, რასაც საქართველო ჰქვია.

ისინი ცოცხალი მტკიცებულებები არიან იმისა, რომ ერთ ადამიანს შეუძლია თავდადებით შეაჩეროს იმპერია, როცა ზურგს ერის სიყვარული უმაგრებს.

გმირობა ჩვენთვის მხოლოდ წარსულის ხსოვნა არ არის, ის გადარჩენის ფორმულაა მომავალშიც.

სამწუხაროდ, ეს ომი ჯერ არ დასრულებულა. მტერმა მხოლოდ სახე და ფორმა შეიცვალა.

ბიჭების ხსოვნა მაშინ ცოცხლობს, როცა შენით ხარ სწორ ადგილზე და არ ელოდები სხვის მითითებას. ხმაურის გარეშე. ზედმეტი სიტყვების გარეშე. სადაც ხარ, იქ იცავ შენს წილ საქართველოს.

დიდება გმირებს. დიდება საქართველოს.

ძალა ერთიანობაშია და არა ერთმანეთის გლეჯაში“,- აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

შეგახსენებთ, რომ აგვისტოს ომიდან 17 წელი გავიდა. 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი დაიღუპა. დაჭრილ და დაშავებულ სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232-ს შეადგენს, მათ შორის, 1045 პირი სამხედრო მოსამსახურეა.

თეონა აქუბარდია - რუსეთის „წითელი ხაზებით“ იკითხება რუსეთის ინტერესი საქართველოს ბელარუსიზაციის, სამ სახელმწიფოდ დაშლილი ან კონფედერაციით მის ქვეშ, და აქ მთავარი კითხვაა, ამ ვითარებაში თუ რა ბერკეტი რჩება ქვეყანას ამის საპირწონედ?!
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა