გიორგი შარაშიძე - სწორედ 7 აგვისტო იყო ის დღე, როცა რუსეთი შემოიჭრა საქართველოში და სწორედ მის სამხედრო ინტერვენციას შეეწირა ამდენი ადამიანი, ამდენი ქართველი ვაჟკაცი, ვის ხსოვნასაც პატივს მივაგებთ

დღეს ჩვენი აქ ყოფნა იმას ნიშნავს, რომ ჩვენ არ შევეგუებით ოკუპაციას და არც უნდა შევეგუოთ - საქართველოში არის რუსული რეჟიმი, რომელიც ამ რბილი ძალით ცდილობს დაეპატრონოს არა მხოლოდ 20%-ს, არამედ მთელს ქვეყანას,- ამის შესახებ ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თბილისის საკრებულოს დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ ერგნეთის „ომის მუზეუმთან“ განაცხადა.

როგორც შარაშიძემ შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა, საქართველო საკუთარ ტერიტორიაზე ომს ვერ დაიწყებდა და ვინც ომი დაიწყო, იყო რუსეთი.

„პატივს მივაგებთ ჩვენი გმირების ხსოვნას. მძიმე დღეებია 7-8 აგვისტო. ჩვენ კარგად გვახსოვს, რა ხდებოდა აქ, ამ ადგილას და ზოგადად, საქართველოში. ესენი არიან ჩვენი გმირები, შინდისის გმირები და ყველა ის ჯარისკაცი და ქართველი, ვინც ყველაზე ძვირფასი, საკუთარი სიცოცხლე გაწირა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის, ჩვენი სამშობლოსთვის. რა თქმა უნდა, ეს ადამიანები სამაგალითო ხალხია, ვისი მაგალითითაც ჩვენ ჩვენი შვილები უნდა გავზარდოთ. დღეს ჩვენი აქ ყოფნა იმას ნიშნავს, რომ ჩვენ არ შევეგუებით ოკუპაციას და არც უნდა შევეგუოთ. ჩვენი ტერიტორიების 20% ოკუპირებულია ოკუპანტის მიერ. სამწუხაროდ, დღეს გვაქვს ვითარება, რომ არა მხოლოდ ტერიტორიები გაქვს დაკარგული, არამედ შეიძლება ითქვას, საქართველოში არის რუსული რეჟიმი, რომელიც ამ რბილი ძალით ცდილობს არა მხოლოდ 20%-ს დაეპატრონოს, არამედ მთელს ქვეყანას. ჩვენი ამოცანაა, რომ ეს არ დავუშვათ და ჩვენს ევროპელ, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საქართველო გახდეს ეკონომიკურად ძლიერი ქვეყანა; ჰყავდეს ძლიერი საერთაშორისო პარტნიორები იმისათვის, რომ მშვიდობიანი გზებით გავაერთიანოთ ჩვენი ქვეყანა.

საქართველო თავის ტერიტორიაზე ომს რომ ვერ დაიწყებდა, მგონი, ეს ყველასთვის ნათელია. ომი თუ ვინმემ დაიწყო ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, ეს იყო ოკუპანტი ქვეყანა, რუსეთი. სწორედ 7 აგვისტო იყო ის დღე, როდესაც რუსეთი შემოიჭრა საქართველოში და სწორედ მის სამხედრო ინტერვენციას შეეწირა ამდენი ადამიანი, ამდენი ქართველი ვაჟკაცი, ვის ხსოვნასაც პატივს მივაგებთ“,- განაცხადა შარაშიძემ.

შეგახსენებთ, რომ აგვისტოს ომიდან 17 წელი გავიდა. 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი დაიღუპა. დაჭრილ და დაშავებულ სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232-ს შეადგენს, მათ შორის, 1045 პირი სამხედრო მოსამსახურეა.

თეონა აქუბარდია - რუსეთის „წითელი ხაზებით“ იკითხება რუსეთის ინტერესი საქართველოს ბელარუსიზაციის, სამ სახელმწიფოდ დაშლილი ან კონფედერაციით მის ქვეშ, და აქ მთავარი კითხვაა, ამ ვითარებაში თუ რა ბერკეტი რჩება ქვეყანას ამის საპირწონედ?!
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა