ვოლოდიმირ ზელენსკი ფრიდრიხ მერცს ესაუბრა

ვოლოდიმირ ზელენსკი ფრიდრიხ მერცს ესაუბრა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ პლატფორმა X-ზე ავრცელებს.

„უკრაინა და გერმანია თანხმდებიან, რომ ომი ღირსეული მშვიდობით რაც შეიძლება მალე უნდა დასრულდეს და ამ ომის დასრულების პარამეტრები მომავალი ათწლეულების განმავლობაში ევროპის უსაფრთხოებას განსაზღვრავს. ეს ომი ევროპაში მიმდინარეობს, უკრაინა კი ევროპის განუყოფელი ნაწილია. ამიტომ, ევროპა შესაბამისი პროცესების მონაწილე უნდა იყოს“, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.

უკრაინის პრეზიდენტის ცნობით, გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცთან პოზიციები შეათანხმა.

„უკრაინას შეხვედრების არ ეშინია და მსგავს გაბედულ მოქმედებას რუსული მხრიდანაც მოელის. დროა, ეს ომი დასრულდეს“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო