გრიგოლ გეგელია - აზერბაიჯანი და სომხეთი ვაშინგტონში ხელს აწერენ ისტორიულ სამშვიდობო ხელშეკრულებას, რაც ცვლის რეგიონის პოლიტიკას - სად არის ამ დროს საქართველო? არსად!

აზერბაიჯანი და სომხეთი ვაშინგტონში ხელს აწერენ ისტორიულ სამშვიდობო ხელშეკრულებას, რაც ცვლის მთელი რეგიონის პოლიტიკას - ამ დროს დე ფაქტო ხელისუფლების პრემიერი თურქმენეთში იმყოფებოდა, სადაც ზღვაზე გასასვლელის არ მქონე ქვეყნების კონფერენციაში იღებდა მონაწილეობას,- ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ საგარეო მდივანმა, გრიგოლ გეგელიამ ბრიფინგზე განაცხადა.

გეგელიას თქმით, „კომიკურად გამოიყურება „ქართული ოცნების“ განწირული მცდელობები აწარმოოს ე.წ. მულტივექტორული პოლიტიკა“.

„დღეს ვაშინგტონში ისტორია იწერება, მაგრამ ამ ისტორიის ნაწილი არ არის საქართველო. პრეზიდენტ ტრამპის შუამავლობით აზერბაიჯანი და სომხეთი ხელს აწერენ ისტორიულ სამშვიდობო ხელშეკრულებას, რაც ფუნდამენტურად ცვლის და გარდაქმნის მთელი რეგიონის პოლიტიკასა და რეგიონულ დინამიკას. სრულდება მრავალათწლეულიანი კონფლიქტი და იბადება ახალი ეკონომიკური და უსაფრთხოების არქიტექტურა, რასაც ექნება უდიდესი გავლენა მთელს ჩვენს რეგიონზე. მათ შორის საქართველოს გეოპოლიტიკურ ველზე და ფუნქციაზე ამ რეგიონის წიაღში. სად არის ამ დროს საქართველო? არსად. დე ფაქტო ხელისუფლება, რომელსაც აღარ აქვს სტრატეგიული ურთიერთობები ვაშინგტონთან, რომელიც არ მიიწვიეს დანიაში გამართულ უმნიშვნელოვანეს ფორმატში, იმყოფებოდა თურქმენეთში, სადაც ზღვაზე გასასვლელის არ მქონე ქვეყნების კონფერენციაში იღებდა მონაწილეობას. უზღვოო სახელმწიფოთა შეხვედრას არ ესწრებოდა არც აზერბაიჯანისა და არც სომხეთის პირველი პირები. ისინი ვაშინგტონში იმყოფებიან, სადაც რეგიონის ახალ ისტორიას ქმნიან. სამაგიეროდ, უზღვოო სახელმწიფოთა შეხვედრას ესწრებოდა იმ სახელმწიფოს დე ფაქტო პრემიერი, რომელსაც გააჩნია 310-კილომეტრიანი სანაპირო და რომლის ჰიმნშიც „ცისკრის ვარსკვლავი“ სახელოვნად ბრწყინდება ორ ზღვას შუა. ასე კომიკურად გამოიყურება „ქართული ოცნების“ განწირული მცდელობები აწარმოოს ე.წ. მულტივექტორული პოლიტიკა, რაც მას ისევე არ გამოსდის, როგორც არ გამოსდის მშვიდობისა ან კეთილდღეობის შექმნა. „ქართულმა ოცნებამ“ გაანადგურა სტრატეგიული ურთიერთობები აშშ-სთან, მოსპო ურთიერთობები ევროპული კავშირის სახელმწიფოებთან, მაგრამ არც იმის ნიჭი აღმოჩნდა, რომ საპირწონედ რამე შეეთავაზებინა ღარიბი ერისთვის, რომელიც ელის განვითარების პერსპექტივას“, - განაცხადა გეგელიამ.

გეგელიას თქმითვე, „დღეს ქართული ეროვნული ხელისუფლება ყველა იმ მაგიდასთან უნდა იჯდეს, სადაც წყდება ახალი მსოფლიოს ბედი და სადაც ყალიბდება ახალი უსაფრთხოების არქიტექტურა“.

„იზოლაციონისტი ხელისუფლება არ იმყოფება არც ერთ მაგიდასთან, არ აწარმოებს არც ერთ მოლაპარაკებას და არ ზრუნავს იმისთვის, რომ ყველა ქართველი მოქალაქის ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური უფლებები იყოს დაცული“, - განაცხადა გეგელიამ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა