იტალიის ელჩი საქართველოში გამართული მრავალეროვნული საერთაშორისო სწავლების „მტკიცე სული 2025" მონაწილე იტალიელ სამხედროებს შეხვდა

იტალიის ელჩი მასიმილიანო დ'ანტუონო საქართველოში გამართული მრავალეროვნული საერთაშორისო სწავლების „მტკიცე სული 2025" მონაწილე იტალიელ სამხედროებს შეხვდა.

იტალიის საელჩოს ცნობით, სამხედრო სწავლებაში იტალიის შეიარაღებული ძალების მნიშვნელოვანი კონტინგენტი იყო ჩართული.

„წარმატებით დასრულდა საქართველოში გამართული მრავალეროვნული საერთაშორისო სწავლება “მტკიცე სული 2025" (Agile Spirit 2025), რომელიც საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის ხელმძღვანელობით ორ წელიწადში ერთხელ ტარდება.

21 ივლისის - 7 აგვისტოს პერიოდში ჩატარებულმა სწავლებამ ხელი შეუწყო ნატოს წევრი და პარტნიორი 12 ქვეყნის თანამშრომლობის გაძლიერებას და სამხრეთ კავკასიის რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცებას. მასში იტალიის შეიარაღებული ძალების მნიშვნელოვანი კონტინგენტი იყო ჩართული.

შეხვედრაზე, რომელსაც იტალიის შეიარაღებული ძალების შეფასებისა და ინოვაციის სარდლობის მაიორი ჯუზეპე კაპასო, ვიტორიო ვენეტოს სახ. დივიზიის მრავალეროვნული დივიზია-სამხრეთის კარაბინიერების კაპიტანი როკო რეკუპერო და პოლკი "Savoia Cavalleria" (3°) ლეიტენანტი ანდრეა ბონფილიო ესწრებოდნენ, იტალიის ელჩმა საქართველოში მასიმილიანო დ'ანტუონომ კმაყოფილებით აღნიშნა იტალიელი სამხედროების მიერ გამოვლენილი პროფესიონალიზმი.

იტალიელმა ოფიცრებმა მონაწილეობა მიიღეს ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) გამართულ მრავალმხრივ აქტივობებში, რომლებიც Command Post Exercise (CPX) და Field Training Exercise (FTX) წვრთნებს მოიცავდა. აღნიშნულმა წვრთნებმა ხელი შეუწყო სწავლების მონაწილე თავდაცვის ძალების მართვისა და კონტროლის პროცედურებისა და ცოდნის ურთიერთგაცვლას. ხაზი გაესვა ერთობლივი წვრთნების მნიშვნელობას იტალიასა და საქართველოს შორის თანმშრომლობის განვითარების კუთხით“, - ნათქვამია იტალიის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის