ირაკლი კობახიძე - 4 წლის შემდეგ ჩვენი ქვეყანა და ჩვენი დედაქალაქი იქნება კიდევ უფრო ლამაზი, კიდევ უფრო განვითარებული,  მეტი სიცოცხლითა და სიკეთით სავსე - ამაზე სრულ პასუხისმგებლობას იღებს ჩვენი პოლიტიკური გუნდი

მშვიდობა საქართველოს, მეტი სიკეთე თბილისს - ეს არის ჩვენი ამოცანა, რომელიც აუცილებლად შესრულდება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, თბილისის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარობის კანდიდატებს წარდგენის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

კობახიძის თქმით, ოთხი წლის შემდეგ, საქართველო და თბილისი კიდევ უფრო ლამაზი, განვითარებული, მეტი სიცოცხლითა და სიკეთით სავსე იქნება, რაზეც სრულ პასუხისმგებლობას „ქართული ოცნება“ იღებს.

„მშვიდობა საქართველოს, მეტი სიკეთე თბილისს - ეს არის ჩვენი ამოცანა, რომელიც აუცილებლად შესრულდება. 4 წლის შემდეგ ჩვენი ქვეყანა და ჩვენი დედაქალაქი იქნება კიდევ უფრო ლამაზი, კიდევ უფრო განვითარებული და კიდევ უფრო მეტი სიცოცხლითა და სიკეთით სავსე. ამაზე სრულ პასუხისმგებლობას იღებს ჩვენი პოლიტიკური გუნდი - „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატებმა შემდეგი 4 წლის განმავლობაში დედაქალაქის თითოეულ უბანში მეტი სიკეთის შეტანა უნდა უზრუნველყონ. კობახიძე დარწმუნებულია, რომ თბილისის მოსახლეობა მათ ნდობას გამოუცხადებს.

როგორც კალაძემ აღნიშნა, დედაქალაქის განვითარებაში უდიდეს როლს ასრულებს თბილისის წარმომადგენლობითი ორგანო - საკრებულო და საკრებულოს წევრები არიან ადამიანები, რომლებსაც ყოველდღიური ურთიერთობა აქვთ მოსახლეობასთან და განსაკუთრებულ როლს ასრულებენ პრობლემების მერიამდე მიტანასა და მათი გადაჭრის უზრუნველყოფაში.

„მინდა მადლობა გადავუხადო, თბილისის საკრებულოს თითოეულ წევრს იმ მნიშვნელოვანი წვლილისთვის, რომელიც მათ თბილისის განვითარებაში შეიტანეს.

დღეს გვაქვს მნიშვნელოვანი ღონისძიება, რადგან სწორედ ახლა გახდება ცნობილი ჩვენი გუნდის იმ წევრების - საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატების ვინაობა, რომლებმაც შემდეგი 4 წლის განმავლობაში დედაქალაქის თითოეულ უბანში მეტი სიკეთის შეტანა უნდა უზრუნველყონ. მინდა წარმატებები ვუსურვო თითოეულ მათგანს. დარწმუნებული ვარ, რომ თბილისის მოსახლეობა მათ ნდობას გამოუცხადებს და თბილისის საკრებულოში საკუთარ წარმომადგენლობას ანდობს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა