მიხეილ ყაველაშვილი - 2008 წლის 7 და 8 აგვისტოს რატომ არ თქვეს და არ აცნობეს საზოგადოებას, რომ რუსული ჯარი შემოსული იყო?! არქივს ვერ წაშლით! - სიმართლის აღიარება მოგიწევთ  ან საზოგადოების უმრავლესობას დაემორჩილებით!

2008 წლის 7 და 8 აგვისტოს რატომ არ თქვეს და არ აცნობეს საზოგადოებას, რომ რუსული ჯარი შემოსული იყო?! არქივს ვერ წაშლით! – თქვენ ან სიმართლის აღიარება მოგიწევთ ან საქართველოს საზოგადოების უმრავლესობას დაემორჩილებით! - ეს განცხადება ჟურნალისტებთან მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე მისულმა მიხეილ ყაველაშვილმა გააკეთა.

ყაველაშვილმა ამ კონტექსტში ხაზგასმით აღნიშნა, რომ მაშინდელი ხელისუფლება 2008 წლის 7 და 8 აგვისტოს რუსებს საერთოდ არ ახსენებდა.

“2008 წლის აგვისტოს დღეები გახსოვთ? 7 აგვისტო გახსოვთ? მაშინ მაშინდელი ხელისუფლება რას საუბრობდა? 7 და 8 აგვისტოს საუბრობდნენ, რომ რუსეთი შემოვიდა? არის არქივი, თუ რა გააკეთეს!

რატომ არ თქვეს და არ აცნობეს საზოგადოებას, რომ 7 აგვისტოს რუსეთის ჯარი შემოსული იყო?

ომის შემდეგ არ იყო რუსეთს 30 სტრატეგიული ობიექტი რომ მიყიდეს? მაშინ არ იყო რუსეთი დამნაშავე მაშინდელი პრეზიდენტი ლარსთან რუს ტურისტებს რომ ელოდებოდა?!

ჩვენ საქართველოს არ ვაბრალებთ [ომის დაწყებას]. ჩვენ ვართ საქართველოს ხელისუფლება და საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ვიცავთ. ჩვენ ვიცავთ დაღუპულთა დიდებას, მაგრამ ვინც დანაშაული ჩაიდინა, მათ უკან ვერ ამოეფარება.

თურმე რუსეთი 7 აგვისტოს შემოვიდა, ეს საზოგადოებას არ უთხრეს და პირდაპირ მანევრები დაიწყეს“, - განაცხადა ყაველაშვილმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია