SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო

2025 წლის 1 აგვისტოს, დიდი ბრიტანეთის უმაღლესმა სასამართლომ, კომპანია SPRIBE-ის სასარგებლოდ დააკმაყოფლა მოთხოვნა წინასწარი უზრუნველყოფის შესახებ. გადაწყვეტილების მიხედვით, ქართულ კომპანია შპს ავიატორს ეკრძალება დიდი ბრიტანეთის ბაზარზე გაუშვას SPRIBE-ის მიერ შექმნილი, ჯილდოს მფლობელი აზარტული თამაშის, „ავიატორის“ მსგავსი თამაში და აწარმოოს მასთან დაკავშირებული მარკეტინგული აქტივობები.

"მიხარია, რომ დიდი ბრიტანეთის პატივცემული სასამართლო მხარს უჭერს ჩვენს პოზიციას და დააკმაყოფილა წინასწარი უზრუნველყოფის მოთხოვნა, რომელიც უკრძალავს შპს ავიატორს, დიდი ბრიტანეთის ბაზარზე გაუშვას აღნიშნული თამაშის ასლი და აწარმოოს მარკეტინგული აქტივობები. თამაში „ავიატორი“ SPRIBE-მა 2018 წელს შექმნა და სწორედ ეს კომპანიაა მისი ერთადერთი მფლობელი, მსოფლიოს მასშტაბით. რა თქმა უნდა, ჩვენ გადავდგამთ ყველა აუცილებელ ნაბიჯს, რათა SPRIBE-ის, ჩვენი პარტნიორებისა და მოთამაშეების ინტერესები მაქსიმალურად იყოს დაცული იმ პირებისგან, ვინც ეცდება, ჩვენი უფლებები დაარღვიოს,“ - აცხადებს SPRIBE-ს დამფუძნებელი, დავით ნატროშვილი.

დიდი ბრიტანეთის აზარტული თამაშების ლიცენზია კომპანია SPRIBE-მა 2020 წლის დეკემბერში მიიღო, თავისივე შექმნილი თამაშისთვის „ავიატორი“, რომელიც დიდი ბრიტანეთის ბაზარზე საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს. ქართულმა კომპანიამ, შპს ავიატორმა კი, ბოლო პერიოდში, მიიღო გადაწყვეტილება, ამ თამაშის მსგავსი ასლი ამავე ბაზარზე გაეშვა, იდენტური სახელითა და მსგავსი ბრენდინგით. მისი მარკეტინგული აქტივობებიც მიმართული იყო SPRIBE-ის მომხმარებლებისკენ. აღნიშნული ქმედებები არღვევს SPRIBE-ის საავტორო უფლებებს და შპს ავიატორი ცდილობს, არაკეთილსინდისიერად მიისაკუთროს ის რეპუტაცია, რომელიც SPRIBE-მა „ავიატორის“ ბრენდის სახით შექმნა.

მთელი ამ პროცესის განმავლობაში, შპს ავიატორი სასამართლოს კონფლიქტურ და წინააღმდეგობრივ მტკიცებულებებს აწვდიდა. სასამართლო მოსმენის დროს კი, კომპანიის წარმომადგენლები ცდილობდნენ, თავი აერიდებინათ პასუხისმგებლობისთვის. სურდათ, შეცდომაში შეეყვანათ სასამართლო, ლიცენზირების სუბიექტების ქსელის შექმნის გზით. ასევე, უარყოფდნენ თავიანთ გეგმებს, დიდი ბრიტანეთის ბაზარზე შესვლის შესახებ. შპს ავიატორის წარმომადგენლების ქცევა სასამართლომ შემდეგი სიტყვებით შეაფასა: „ბავშვური“ და „თავხედური“.

(R)

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა