ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - მზია ამაღლობელის საქმე ასახავს საქართველოში მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებაზე მზარდ ზეწოლას - ჩეხეთი უსამართლოდ გასამართლებულების გათავისუფლების მოწოდებით გამოდის

მკაცრად ვგმობ ჟურნალისტი მზია ამაღლობელის პოლიტიზებულ 2-წლიან განაჩენს, მისი სასამართლო საქმე ასახავს საქართველოში მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებაზე მზარდ ზეწოლას. ამის შესახებ განცხადებას ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, იან ლიპავსკი ავრცელებს.

„მკაცრად ვგმობ ჟურნალისტი მზია ამაღლობელის პოლიტიზებულ 2-წლიან განაჩენს, რომლის ჯანმრთელობა პატიმრობაში გაუარესდა. მისი სასამართლო საქმე ასახავს საქართველოში მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებაზე მზარდ ზეწოლას. ჩეხეთი სოლიდარობას აცხადებს და უსამართლოდ გასამართლებულების გათავისუფლების მოწოდებით გამოდის“, - წერს ლიპავსკი.

გია ხუხაშვილი - ავტორიტარული მიდრეკილების გარდა, ჩვენ გვყავს აბსოლუტურად არაკომპეტენტური ხელისუფლება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„გორგიას“ პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო გადაეცა