საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, სტუ-ის რექტორმა და რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის წევრმა რექტორებმა აგვისტოს ომში დაღუპულებს პატივი მიაგეს

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ზვიად გაბისონიამ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარემ, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ და რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის წევრმა რექტორებმა, ასევე, უნივერსიტეტების აკადემიურმა პერსონალმა და სტუდენტებმა აგვისტოს ომის გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს და მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოს მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

„აგვისტოს ომიდან 17 წლის შემდეგ, ამ გამორჩეულად მძიმე ისტორიულ დღეს ვიხსენებთ ადამიანებს, რომლთაც თავიანთი თავგანწირვით დაამტკიცეს, რომ მამულისთვის თავდადება არის უმაღლესი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, რომელიც ღრმა ეროვნული თვითშეგნებიდან იღებს სათავეს. აგვისტოს ომის გმირებმა საკუთარი სიცოცხლის ფასად დაიცვეს ქვეყნის სუვერენიტეტი და ღირსება - მათი სახელი უკვდავია!

დღეს სახელმწიფო ეროვნულ უსაფრთხოებას ღირებულებებით და მაღალი მოქალაქეობრივი ცნობიერებით იცავს, სადაც განათლებისა და მეცნიერების სისტემას განსაკუთრებული მისია აკისრია.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი პატივს მიაგებს ადამიანებს, რომელთაც სიცოცხლე გასწირეს მშობლიური მიწა-წყლის დასაცავად. ისინი ცოცხლობენ ჩვენს საქმიანობაში, ღირებულებებში, სტუდენტთა განათლებასა და ცნობიერების ფორმირებაში. ისინი არიან ჩვენი ქვეყნის ეროვნული ხერხემალი, მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა უყვარდეს ადამიანს თავისი ქვეყანა - დიდება გმირებს!“, - აღნიშნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა დავით გურგენიძემ.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა აგვისტოს ომის გმირების თავდადებას, რომელთაც საკუთარი სიცოცხლე დაუფიქრებლად შესწირეს სამშობლოს. ზვიად გაბისონიას თქმით, ქართველი ჯარისკაცი არის საქართველოს ეროვნული ცნობიერებისა და სამოქალაქო პასუხისმგებლობის მაგალითი.

"გმირთა საფლავები შეგვახსენებს, რომ საქართველოს თავისუფლება მათ თავგანწირვაზე დგას. მათი გმირობა ჩვენი სახელმწიფოებრიობის საფუძველია. გმირთა ხსოვნა გვავალდებულებს დავაფასოთ მშვიდობა და არასოდეს დავივიწყოთ, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობა დაიცვეს მათ, ვინც საკუთარი სიცოცხლე სამშობლოს სიყვარულს ზვარაკად შესწირა", - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა