მიხეილ სააკაშვილი - ამერიკა-აზერბაიჯან-სომხეთის ხელშეკრულებით ახალი სატრანზიტო დერეფანი იხსნება საქართველოს, ირანის და რუსეთის გვერდის ავლით - რკინის ფარდა ეშვება წითელ ხიდზე და ჩვენ ვიჩეხებით უფსკრულში, მოსკოვთან და თეირანთან ერთად

ივანიშვილმა გაანადგურა ქართული დემოკრატია, მოახდინა საქართველოს იზოლაცია, მისი ძირითადი მოკავშირეებისგან და ახლა ამ ყველაფრის გამო ჩვენ ვკარგავთ ჩვენს სატრანზიტო ჰაბის ფუნქციას, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წერილშია აღნიშნული, რომელიც მის „ფეისბუქ“ გვერდზე ვრცელდება.

მისივე შეფასებით, საქართველო კარგავს სატრანზიტო ჰაბის ფუნქციას, რაც, სააკაშვილის თქმით, დასავლეთთან კავშირის გაწყვეტის და დემოკრატიული ინსტიტუტების მოშლის შედეგია.

სააკაშვილი აღნიშნავს, რომ დღეს დაგეგმილი აშშ-აზერბაიჯან-სომხეთის შეთანხმება, რომლის თანახმადაც ამერიკა 100 წლით არენდით იღებს ზანგეზურის დერეფანს, ხსნის ახალ სატრანზიტო მარშრუტს ევროპიდან ჩინეთისკენ — საქართველოს, ირანისა და რუსეთის გვერდის ავლით.

„უმძიმესი გეოპოლიტიკური კატასტროფა საქართველოსთვის. საქართველოს კეთილდღეობა ჩემს დროს დაეფუძნა ძირითად წყაროს - სატრანზიტო ფუნქციას, რომელიც ჯერ შევარდნაძის დროს მოვიპოვეთ და ჩემ დროს გავაღრმავეთ, ტურიზმს და ჩვენს სტატუსს, როგორც „მსოფლიო დემოკრატიის შუქურის“, რაც განსაკუთრებით მიმზიდველს გვხდიდა ინვესტიციებისთვის.

ასევე გვამაგრებდა ჩემს დროს დამყარებული ფართო საერთაშორისო კავშირები და სწრაფი ევროატლანტიკური ინტეგრაციის დაწყება. ეს ოთხი ფაქტორი იყო ჩვენი უსაფრთხოების გარანტია, სწორედ ჩვენს სატრანზიტო ფუნქციის და განსაკუთრებით დემოკრატიული სისტემის დასაცავად გამოაგზავნა ბუშმა 2008 წელს მე-6 ფლოტი.

ივანიშვილმა გაანადგურა ქართული დემოკრატია, მოახდინა საქართველოს იზოლაცია, მისი ძირითადი მოკავშირეებისგან და ახლა ამ ყველაფრის გამო ჩვენ ვკარგავთ ჩვენს სატრანზიტო ჰაბის ფუნქციას.

დღეს დაგეგმილი, ამერიკა-აზერბაიჯან-სომხეთის საერთაშორისო ხელშეკრულების ხელმოწერა, რომლის თანახმადაც ამერიკა 100 წლით არენდაში იღებს ზანგეზურის დერეფანს, ხსნის ახალ სატრანზიტო დერეფანს ევროპიდან ჩინეთში, ამჯერად საქართველოს, ირანის და რუსეთის გვერდის ავლით.

დიახ, სწორედ ირანთან და რუსეთთან ერთად ვექცევით სრულ გეოპოლიტიკურ იზოლაციაში. ეს ნიშნავს რომ რკინის ფარდა ეშვება წითელ ხიდზე და ჩვენ ვიჩეხებით უფსკრულში, მოსკოვთან და თეირანთან ერთად“,- წერს სააკაშვილი.

მისივე შეფასებით, ამ პროცესების ფონზე ლაზიკის პორტის პროექტი და საქართველოს სხვა პორტების განვითარება აზრს კარგავს, ხოლო ქვეყნის ერთადერთი პერსპექტივა ხდება მოსახლეობის დაჩქარებული ემიგრაცია და სიღარიბის გაღრმავება.

„ლაზიკის პორტის პროექტი აზრს კარგავს, ისევე როგორც არსებული ქართული პორტები და საქართველოს ერთადერთი პერსპექტივა ხდება მოსახლეობის კიდევ უფრო დაჩქარებული გასვლა და საყოველთაო სიღარიბე. აი სად მიგვიყვანა ამერიკასთან და ევროპასთან სტრატეგიული კავშირის გაწყვეტამ. რა ირონიულია რომ ეს ყველაფერი ხდება აგვისტოს ომის წლისთავზე“,- წერს სააკაშვილი.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია