გორში, კომბინატის დასახლებაში 18 წლის ბიჭი დაჭრეს - არსებული ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავე სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს

გორში, კომბინატის დასახლებაში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს.

არსებული ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავემ მიმალვა სცადა, თუმცა ის სპეცრაზმმა დააკავა.

თვითმხილველების თქმით, დანაშაულის ჩამდენმა რამდენჯერმე გაისროლა, რის შედეგადაც ახალგაზრდა მამაკაცი დაიჭრა. მათივე თქმით, დაჭრილი იმ კორპუსის მცხოვრებია, რომლის მიმდებარედაც შემთხვევა მოხდა. დაშავებულის ახლობლების ინფორმაციით, 18 წლის ახალგაზრდას ცეცხლნასროლი დაზიანება ქვედა კიდურზე აღენიშნება და იგი კლინიკაშია გადაყვანილი.

არსებული ინფორმაციით, დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. „ინტერპრესნიუსი”დამატებით დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.

თეონა აქუბარდია - რუსეთის „წითელი ხაზებით“ იკითხება რუსეთის ინტერესი საქართველოს ბელარუსიზაციის, სამ სახელმწიფოდ დაშლილი ან კონფედერაციით მის ქვეშ, და აქ მთავარი კითხვაა, ამ ვითარებაში თუ რა ბერკეტი რჩება ქვეყანას ამის საპირწონედ?!
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს