პაატა მანჯგალაძე - ასეთი მასშტაბის გეოპოლიტიკური ძვრებია ირგვლივ, სომხეთი და აზერბაიჯანიც სამშვიდობო შეთანხმებას აფორმებენ, „ქოცები“ კი კვლავ სისულელეებს საუბრობენ, რომ ტრამპი დამარცხდა „დიფ-სთეითან“ - შეეშვით ამ ქვეყანას

ასეთი მასშტაბის გეოპოლიტიკური ძვრებია ირგვლივ, სომხეთი და აზერბაიჯანიც სამშვიდობო შეთანხმებას აფორმებენ, „ქოცები“ კი კვლავ ამ სისულელეებს საუბრობენ, რომ ტრამპი დამარცხდა „დიფ-სთეითან“, გლობალური ომის ძალასთან, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, ვიდრე „ხელისუფლება ამ სისულელეებს საუბრობს, იქამდე ყველაფერი რუსული იშლება“.

„თუ ასეა, მაშინ სამშვიდობო შეთანხმებას რატომ აფორმებინებენ ყველას, ან რუსეთს რატომ აიძულებენ უკრაინაში აგრესიული ომის შეჩერებას?

ცოტა ტვინი გაანძრიეთ და ის მაინც უთხარით იმ თქვენს რუსეთის საგარეო დაზვერვის СВР РФ (Служба внешней разведки) კურატორებს, ამ სისულელეებს ნუ გვალაპარაკებთ, რა გლობალური ომის ძალები, რა „დიფ-სთეითი“, რა დასავლეთი ომს გვაძალებს?

გავიგე ეს პროპაგანდა, მაგრამ ადრე რაც ომები და კონფლიქტები გვქონდა, რუსეთის კი არა, გლობალური ომის ძალების, ანუ ევროპის და ამერიკის ბრალიაო, ამას მაინც რატომ ლაპარაკობთ და იზელთ, რა გიქნეს ასეთი, ცოტა ტვინი გაანძრიეთ მართლა და შეეშვით ამ ქვეყანას. ვერ ხვდებით, რომ ვიდრე თქვენ ამ სისულელეებს საუბრობთ, იშლება თქვენს ირგვლივ ყველაფერი რუსული?“, - აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს