ვოლოდიმირ ზელენსკი - პუტინს სურს, რომ ჩვენი ხერსონის სამხრეთის, ზაპოროჟიეს, ლუგანსკის ოლქის მთელი ტერიტორიის, დონეცკის ოლქის, ყირიმის დაპყრობა აპატიონ - უკრაინის გაყოფის ამ მეორე მცდელობას რუსეთს ამ მივცემთ

რუსეთს უკრაინის გაყოფის მეორე მცდელობას არ მივცემთ, ვინაიდან სადაც მეორე, იქ მესამეცაა, პარტნიორები მზად არიან ამაში დაგვეხმარონ. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

“პუტინის ტაქტიკას ყველა კარგად ხედავს: მას სანქციების ეშინია და ყველაფერს აკეთებს, რათა ისინი აირიდოს, მას ომში, მკვლელობებში პაუზის, ჩვენი მიწის ოკუპაციის ლეგალიზებაში გაცვლა სურს. უკვე მეორედ სურს ტერიტორიული მონაპოვრის მიღება.

მას ყირიმის აღების საშუალება მისცეს, ამან დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში ოკუპაცია გამოიწვია. მან პრენევციული დასჯა არ მიიღო, როდესაც კონტინგენტს აგროვებდა ჩვენს საზღვრებთან - ამან ფართომასშტაბიანი ომი და უკრაინის დამატებითი ნაწილების ოკუპაცია გამოიწვია.

ახლა პუტინს სურს, რომ მას ჩვენი ხერსონის სამხრეთის, ზაპოროჟიეს, ლუგანსკის ოლქის მთელი ტერიტორიის, დონეცკის ოქის, ყირიმის დაპყრობა აპატიონ. უკრაინის გაყოფის ამ მეორე მცდელობას რუსეთს ამ მივცემთ. რუსეთს ვიცნობთ - სადაც მეორე, იქ მესამეცაა. ამიტომ მყარად ვდგავართ მტკიცე უკრაინულ პოზიციებზე. ომი ღირსეული მშვიდობით უნდა დავასრულოთ, რომელიც უსაფრთხოების მტკიცე, სანდო არქიტექტურას დაეფუძნება. პარტნიორები მზად არიან ამაში დაგვეხმარონ”, - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ პუტინს “მაქსიმალურად ძვირად სურს სიკვდილის შეჩერების გაყიდვა”.

“მნიშვნელოვანია, რომ ამან არავინ არ მოატყუოს. საჭიროა არა მკვლელობებში პაუზა, არამედ რეალური ხანგრძლივი მშვიდობა. არა ცეცხლის შეწყვეტა ოდესღაც მერე, თვეების შემდეგ, არამედ დაუყოვნებლივ. პრეზიდენტი ტრამპი ასე მეუბნებოდა და ამას სრულად ვუჭერ მხარს,” - განაცხადა ზელენსკიმ.

მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინამ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპის “ყველა წინადადებას დაუჭირა მხარი” ჯერ კიდევ თებერვლიდან დაწყებული.

“რუსულ მხარესთან შეხვედრები უზრუნველვყავით, და უზრუნველვყავით კონსტრუქტიულად, [ტყვეებით] გაცვლები გავაკეთეთ და შემდეგს ვამზადებთ. უკვე მეტი გაგებაა სიებზე. შედეგის იმედი გვაქვს. ასევე საჭიროა შედეგი ლიდერების დონეზე - ღირსეული შედეგი, რათა ადამიანთა სიცოცხლეები გადავარჩინოთ, რათა მსოფლიომ შედეგს აფასებდეს და მადლობელი იყო ლიდერის, რომელიც მას მოიტანს,” - განაცხადა ზელენსკიმ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან