ვოლოდიმირ ზელენსკი - ომის დასასრული სამართლიანი უნდა იყოს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის წინააღმდეგ ომის დასასრული სამართლიანი უნდა იყოს და ევროპელი ხალხების უსაფრთხოების ინტერესებს უნდა შეესაბამებოდეს.

„ომის დასასრული სამართლიანი უნდა იყოს და მადლობელი ვარ ყველასი, ვინც ახლა უკრაინასთანაა, ჩვენს ხალხთანაა უკრაინაში მშვიდობის გამო, რადგან ეს იცავს ჩვენი ევროპელი ხალხების სასიცოცხლო და უსაფრთხო ინტერესებს“, - წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, უკრაინა აფასებს და სრულად უჭერს მხარს საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის, იტალიის პრემიერ-მინისტრის ჯორჯია მელონის, გერმანიის კანცლერის ფრიდრიხ მერცის, პოლონეთის პრემიერ-მინისტრის დონალდ ტუსკის, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის კირ სტარმერის და ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის ერთობლივ განცხადებას უკრაინაში მშვიდობის დამყარების შესახებ.

შეგახსენებთ, ევროპელმა ლიდერებმა აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტების, დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის დაგეგმილ მოლაპარაკებებამდე ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც ხაზგასმულია, რომ მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტის ან საომარი მოქმედებების შემცირების კონტექსტში და რომ დიპლომატიურმა გადაწყვეტამ უნდა დაიცვას უკრაინისა და ევროპის უსაფრთხოების მნიშვნელოვანი ინტერესები.

ვაჟა ბერიძე - პოლიტიკა მთავარის, არსებითის და არაარსებითის გამიჯვნის გარეშე არ არსებობს, ამიტომაა აქ აუცილებელი გონიერი და გამოცდილი ადამიანების არსებობა, რაც სადღეისოდ ასე არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„სოკარი“ სამხრეთ კავკასიაში პირველ სრულად ელექტრო დამტენ სადგურს ხსნის
„სილქ როუდ ჯგუფს“ საქართველოში დევიდ ჩიპერფილდის არქიტექტორული ბიურო შემოჰყავს
BSP-მ საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტის პარტნიორად Honeywell-ი შეარჩია