მარია ზახაროვა - უკრაინისა და ევროკავშირის ბიუროკრატიას შორის ურთიერთობა ნეკროფილიას ჰგავს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, მარია ზახაროვა უკრაინაში მშვიდობის შესახებ ევროპელი ლიდერების ერთობლივ განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ბრიუსელსა და კიევს შორის ურთიერთობები ნეკროფილიას ჰგავს.

„ზელენსკის ოფისმა“ ევროკავშირის რამდენიმე ქვეყნის ლიდერებისა და (ევროკომისიის ხელმძღვანელის) ურსულა ფონ დერ ლაიენის ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ისინი ცეცხლის შეწყვეტის მოწოდებით გამოდიან, თუმცა არა ისეთის, რომელიც კიეველი ტერორისტებისთვის იარაღის მიწოდების შეჩერებით იქნება მიღწეული. პირიქით, კიდევ ერთ ნაცისტურ ფურცელზე ამტკიცებენ, რომ უკრაინაში მშვიდობის მიღწევაში წარმატება, თითქოსდა, მხოლოდ რუსეთზე ზეწოლითა და კიევის მხარდაჭერით შეიძლება. ბანკოვასა და ბრიუსელის ბიუროკრატიას შორის ურთიერთობა უკვე ნეკროფილიას ჰგავს და ის მხარეთა მგზნებარე ორმხრივობით გამოირჩევა“, - წერს ზახაროვა „ტელეგრამ“ არხზე.

შეგახსენებთ, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ, გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა და ფინეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ სტუბმა აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტების, დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის დაგეგმილ მოლაპარაკებებამდე ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც ხაზგასმულია, რომ მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტის ან საომარი მოქმედებების შემცირების კონტექსტში და რომ დიპლომატიურმა გადაწყვეტამ უნდა დაიცვას უკრაინისა და ევროპის უსაფრთხოების მნიშვნელოვანი ინტერესები. ლიდერების თქმით, დარწმუნებული არიან, რომ წარმატების მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ მიდგომით, რომელიც აერთიანებს აქტიურ დიპლომატიას, უკრაინის მხარდაჭერას და რუსეთის ფედერაციაზე ზეწოლას, დაასრულოს უკანონო ომი.

თეონა აქუბარდია - რუსეთის „წითელი ხაზებით“ იკითხება რუსეთის ინტერესი საქართველოს ბელარუსიზაციის, სამ სახელმწიფოდ დაშლილი ან კონფედერაციით მის ქვეშ, და აქ მთავარი კითხვაა, ამ ვითარებაში თუ რა ბერკეტი რჩება ქვეყანას ამის საპირწონედ?!
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა