გორში, კომბინატის დასახლებაში მომხდარი დაჭრის ფაქტზე ექვს პირს ბრალდება წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების, ძალადობის, საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვის და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის ფაქტებზე ექვს პირს ბრალდება წარუდგინა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 8 აგვისტოს, გორში, სამმა პირმა სიტყვიერი შელაპარაკების ნიადაგზე ჯგუფურად, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ერთ პირს. იმავე დღეს, დაზარალებული სამ პირთან ერთად სიტუაციაში გარკვევის მიზნით შეხვდა თავდამსხმელებს და მათ თანმხლებ სამ პირს, რაც მათ შორის ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ფიზიკური დაპირისპირებისას ერთმა პირმა მის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავალჯერადი გასროლის შედეგად ორი პირი დაჭრა, ხოლო იქ მყოფ სხვა პირთა ჯანმრთელობას საფრთხე შეუქმნა.მომხდარის შემდეგ ბრალდებულებმა შემთხვევის ადგილი დატოვეს.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოიღეს. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ იგი თავის საცხოვრებელ სახლში მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა საბრძოლო მასალას და ნარკოტიკულ საშუალებას.

ერთ პირს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ და „მ“ ქვეპუნქტებით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვის ჯანმრთელობას, ორი ან ორზე მეტი პირის მიმართ), 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჯგუფურად, ორი ან მეტი პირის მიმართ), 236-ე მუხლის მესამე ნაწილით (საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა) და 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ხუთ პირს ბრალდება 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჯგუფურად, ორი ან მეტი პირის მიმართ), წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე გორის რაიონულ სასამართლოს შუამდგომლობით უკვე მიმართა”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა