გიორგი ბაჩიაშვილის საქმის პროკურორი - დაცვის მხარის და განსაკუთრებით, მსჯავრდებულის პოზიცია აბსოლუტურად აცდენილია რეალობას, საკუთარ თავსაც კი შეეწინააღმდეგა

დაცვის მხარის პოზიცია და, განსაკუთრებით, მსჯავრდადებულის პოზიცია აბსოლუტურად აცდენილი არის რეალობას და საკუთარ თავსაც კი შეეწინააღმდეგა , - ამის შესახებ გიორგი ბაჩიაშვილის საქმის პროკურორმა მიხეილ სადრაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ბაჩიაშვილმა საკუთარი ჩვენებების გამოყენებაზე უარი თქვა, რომელიც პირველი ინსტანციის სასამართლოს მიმდინარეობისას მისცა.

“ძალიან მარტივი მოცემულობაა - სააპელაციო საჩივარში როდესაც გაასაჩივრა მსჯავრდადებულმა გიორგი ბაჩიაშვილმა ეს საქმე, გაასაჩივრა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც მას უარი ეთქვა მისი ჩვენებების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით და როდესაც წინა პროცესზე დაიკითხა, მან უარი თქვა, რომ ის ჩვენები გამოკვლეულიყო და რაღაც ციტირებები მომხდარიყო. ეს არის პირველი ნიშანი იმის, რომ რეალურად, საკუთარ თავთან მოდის წინააღმდეგობაში და სინამდვილეში ის გამოძიების პროცესშიც მანიპულირებდა.

მეორე მნიშვნელოვანი არგუმენტი, რაც ამას ასევე ადასტურებს, არის ის, რომ გამოძიების პროცესში წარმოადგინა დოკუმენტი-კალკულაცია, რომელიც ახლა უარყო და ასევე თქვა, რომ არ მომხდარიყო ამის გამოქვეყნება. საუბრობს რაღაც მიზეზებზე, მაგალითისათვის, როგორიც შეიძლებოდა ყოფილიყო მისი მხრიდან განცხადებების გაკეთება, რაც არასწორი არის იმ მარტივი მიზეზებიდან გამომდინარე, რომ თავადვე აღიარა, რომ სანამ მას საზოგადოება გაიცნობდა, არ იყო საზოგადოებისთვის ცნობილი და აქტიური პიროვნება, დღეის მდგომარეობითაც რუსეთის მოქმედი პასპორტი აქვს და შესაბამისად, საზოგადოებამ გადაწყვიტოს, თუ რა ლოგიკა არის იმაში, რომ მისთვის შეიძლებოდა ვინმეს რამე ეთხოვა და რაღაც განცხადებები გაეკეთებინა.

ასევე, ძალიან უსუსურად ჟღერდა მისი პოზიციები, როდესაც აფიქსირებდა თითქოს და დაზარალებულს ბანკთან რაღაც არაჯანსაღი დამოკიდებულება ჰქონდა მაშინ, როდესაც მტკიცებულება, ის ჩანაწერი, რაც მათ წარმოადგინეს, იქაც კი ძალიან ნათლად ჩანს დაზარალებულის პოზიცია, რომ მის ბანკთან დისტანცირებული არის და მითითებებს არცერთ შემთხვევაში არ აძლევს, თავი რომ დავანებოთ ამ ჩანაწერების ავთენტურობას და ზოგადად, იმ მორალურ კატეგორიას, რომ როდესაც პირი სთხოვს მეორე ადამიანს ფულს და თან იწერს ამ საუბარს, ეს როგორ შეიძლება გამართლებული იქნეს”, - განაცხადა პროკურორმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა