ანატოლი გიგაური - მოიყვანეს ვითომ დაზარალებული, რომელმაც მაწამა, მუშტები თავში მირტყა და ტვინის შერყევა დამმართა - სად ნახეთ თავდასხმა, რისთვის მამყოფებთ ციხეში?

რაც გინდათ ის გიქნიათ, პოლიტიკურია ჩემი დაკავებაც და გაშვებაც პოლიტიკური იქნება - იმიტაციას ქმნით, რომ იმედი ჩამისახოთ, რომ შემდეგ უფრო დიდი იმედგაცრუება გადავიტანო, - ამის შესახებ პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულმა ანატოლი გიგაურმა სასამართლოში საბოლოო სიტყვის დროს განაცხადა.

გიგაურის განცხადებით, მის წინააღმდეგ მიმდინარე პროცესებს სამართლიანობასთან კავშირი არ აქვს.

„მინდა ჩემი სიტყვა გამოვიყენო იმ გარემოებებთან დაკავშირებით თუ ვინ მოიყვანა მოწმეებად პროკურორმა. პირველი მოწმით რომ დავიწყოთ, მე მას ვკითხე თუ რას აკეთებდა, როდესაც ჩემი უფლებები ირღვეოდა, მან მიპასუხა, რომ „ეს მისი საქმე არ არის, მაგისთვის სხვა ორგანოები არსებობსო“

იტყუებიან, ამათი ნდობა არ შეიძლება.

ასევე, მოიყვანეს გამომძიებელი, რომელმაც თქვა, რომ გიგაურმა გამოიყენა დუმილის უფლება და მერე თურმე მოვუყევი, როგორ დამიზიანდა, სად მივიღე, როგორ მივიღე დაზიანებები.

მეორე გამომძიებელი მოიყვანეს, რომელმაც ჩაატარა საგამოძიებო მოქმედებები და თქვა, რომ კადრი, სადაც მე პოლიციელი ხელს მირტყამს, ვერ დაინახა.

მოიყვანეს ვითომ დაზარალებული, რომელმაც მაწამა, მუშტები თავში მირტყა და ტვინის შერყევა დამმართა, იმაზე მეუბნებით დაზარალებულია და ამის მერე უნდა თქვათ, რომ არსებობს სიტყვა სამართლიანობა და ის არის დაზარალებული? მე დამესხნენ თავს, მე მაწამეს და 9 თვეა ციხეში გყავართ და მე უნდა დამიწყოთ ლაპარაკი სამართალზე? სად არის სამართალი, ვნახოთ რა სამართალს გამოიტანთ. გაბუნია მირტყამს სახეში, მე ვაკავებ მას იდენტიფიცირების მიზნით, კამერებთან შემომყავს და ის იგინება და დარტყმას ცდილობს, ვიცოდი, რომ პროვოკატორი იყო და მოვიშორე, სად ნახეთ თავდასხმა, რისთვის მამყოფებთ ციხეში? მე ვიცი რისთვისაც. ვიბრძოლებ ბოლომდე.

მე ვიცი რატომაც გაიწელა პროცესი. იმიტაციას ქმნით, რომ იმედი ჩამისახოთ, რომ შემდეგ უფრო დიდი იმედგაცრუება გადავიტანო.

მე „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი ვარ და იდეებით ვიბრძვი.

რაც გინდათ ის გიქნიათ, პოლიტიკურია ჩემი დაკავებაც და გაშვებაც პოლიტიკური იქნება. აქ სამართლიანობასთან არაფერი კავშირში არ არის“, - განაცხადა ანატოლი გიგაურმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან