ლატვია ნატო-ს ინიციატივისთვის, რომელიც უკრაინისთვის ამერიკული იარაღის მიწოდებას ითვალისწინებს, მინიმუმ 2 მილიონ ევროს გამოყოფს

ლატვია შეუერთდება ნატო-ს ინიციატივას, რომელიც უკრაინისთვის ამერიკული იარაღის მიწოდებას ითვალისწინებს და ამისთვის მინიმუმ 2 მილიონ ევროს გამოყოფს, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ევიკა სილინამ მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა.

ლატვიის მთავრობის სხდომაზე განიხილეს ნატო-ს ინიციატივაში მონაწილეობა უკრაინისთვის საჭირო ამერიკული იარაღის მიწოდების შესახებ.

„ამ ინიციატივაში ლატვიის ფინანსური წვლილის მოცულობა დაზუსტდება, მაგრამ ის არანაკლებ 2 მილიონი ევრო იქნება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ცნობისთვის, აშშ-მა და ნატო-მ უკრაინისთვის ამერიკული იარაღის მიწოდების ახალი მექანიზმი - უკრაინის პრიორიტეტული მოთხოვნების სია (Priority Ukraine Requirements List (PURL)) აამოქმედეს, რომელიც ალიანსის სხვა წევრების შენატანებიდან დაფინანსებას ითვალისწინებს.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს