არჩილ გორდულაძე - სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ არც ერთი სამართლებრივი ჩანაწერი არ არსებობს, რომლის მიხედვითაც, შესაძლებელი იქნება, ვინმემ გვითხრას, გააუქმეთ კონკრეტული კანონები, თორემ ვიზალიბერალიზაციას გაგიუქმებთო

სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ არც ერთი სამართლებრივი ჩანაწერი არ არსებობს, რომლის მიხედვითაც, შესაძლებელი­ იქნება, ვინმემ გვითხრას, გააუქმეთ კონკრეტული კანონები, თორემ ვიზალიბერალიზაციას გაგიუქმებთო, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართულ ოცნებაში“ აქვთ მოლოდინი, რომ ქვეყნები პრაგმატულად შეხედავენ, თუ რა მოვლენები ვითარდება საქართველოს და ზოგადად, იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც „დიფ სთეითის“ დავალებებს არ ასრულებენ. გორდულაძე აქვე განმარტავს, რომ ის უსამართლობის ურემი, რომლის ჩამოტარებასაც საქართველოს მიმართ ცდილობენ, აუცილებლად მივა ამ ქვეყნებთანაც.

„ყველას კარგად ახსოვს, რომ ჩვენ დადებული გვაქვს საერთაშორისო ხელშეკრულება ევროკავშირთან, რომელიც გულისხმობს ასოცირებას, ჩვენი კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოებას და მთელი რიგი რეფორმების განხორციელებას, მაგრამ ეს ხელშეკრულება ორმხრივია. მათ შორის, ვიზალიბერალიზაციის ნაწილიც ორმხრივად ავალდებულებს, როგორც ერთ მხარეს, ასევე მეორე მხარეს. იქ გაწერილია კრიტერიუმები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველო იმისათვის, რომ ვიზალიბერალიზაციის პროცესით ისარგებლოს. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ არც ერთი სამართლებრივი ჩანაწერი არ არსებობს, რომლის მიხედვითაც, შესაძლებელი იქნება, ვინმემ გვითხრას, გააუქმეთ კონკრეტული კანონები (რომელიც ჩვენი ქვეყნის ინტერესშია, რომელიც მიღებულია, მათ შორის, აშშ-ში აღმასრულებელი ბრძანებების სახით), თორემ გაგიუქმებთ ვიზალიბერალიზაციას.

ჩვენ ევროპა და ევროკავშირი იმიტომ გვინდა, რომ ჩვენ პატივს ვცემთ სამართლის უზენაესობას, დემოკრატიულ საფუძვლებს. როდესაც სამართალს უბრალოდ გადახაზავენ და სამართლის პირდაპირ შეურაცხყოფით, კანონის უზენაესობის პირდაპირი დარღვევით და შებღალვით, შეეცდებიან, ინტრიგანულად მიგვითითონ რაღაცაზე, რაც ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის და სუვერენიტეტისთვის უმნიშვნელოვანესია, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ საერთოდ აღარავითარ სამართალს, კანონის უზენაესობას და დემოკრატიულობას აღარ აქვს ადგილი ევროკავშირში, რაც ყველაზე მეტად გულდასაწყვეტია.

ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ქვეყნები პრაგმატულად შეხედავენ, თუ რა მოვლენები ვითარდება საქართველოს და ზოგადად, იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც „დიფ სთეითის“ დავალებებს არ ასრულებენ. ის უსამართლობის ურემი, რომლის ჩამოტარებასაც საქართველოს მიმართ ცდილობენ, აუცილებლად მივა ამ ქვეყნებთანაც. ზუსტად იგივე პრინციპებით, ასე უსამართლოდ და უსაფუძვლოდ ამ ქვეყნებსაც მოსთხოვენ იმ დავალების შესრულებას, იმ საკანონმდებლო სივრცის ცვლილებას, რომელიც არ იქნება „დიფ სთეითისთვის“ ხელსაყრელი“, - განაცხადა გორდულაძემ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის