კაია კალასი - ისრაელის გეგმა დასავლეთ სანაპიროზე დასახლების მშენებლობასთან დაკავშირებით საერთაშორისო სამართალს არღვევს

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი აცხადებს, რომ ისრაელის მიერ დასავლეთ სანაპიროზე დასახლების მშენებლობის გეგმა საერთაშორისო სამართალს არ შეესაბამება და ისრაელის ხელისუფლებას მოუწოდებს, აღნიშნული გეგმა არ განახორციელოს.

“ისრაელის ხელისუფლების გადაწყვეტილება, წინ წაწიოს დასახლების გეგმა E1, კიდევ უფრო ძირს უთხრის კონფლიქტის ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებულ გადაწყვეტას და ამავდროულად საერთაშორისო სამართლის დარღვევას წარმოადგენს. განხორციელების შემთხვევაში, ამ ტერიტორიაზე დასახლებების მშენებლობა სამუდამოდ გაწყვეტს ოკუპირებულ აღმოსავლეთ იერუსალიმს და დასავლეთ სანაპიროს შორის გეოგრაფიულ და ტერიტორიულ კავშირს და გაწყვეტს კავშირს ჩრდილოეთ და სამხრეთ დასავლეთ სანაპიროს შორის“, - აღნიშნულია კალასის განცხადებაში.

მისი თქმით, ევროკავშირი კიდევ ერთხელ მოუწოდებს ისრაელს, შეწყვიტოს დასახლების მშენებლობა. დასახლებასთან დაკავშირებით ისრაელის პოლიტიკა, მათ შორის დანგრევა, იძულებითი გადაყვანა, გამოსახლება და სახლების კონფისკაცია, უნდა შეწყდეს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

კალასის მტკიცებით ისრაელის ცალმხრივი გადაწყვეტილებები კიდევ უფრო ამწვავებს ისედაც დაძაბულ სიტუაციას ადგილზე და კიდევ უფრო ამცირებს მშვიდობის ნებისმიერ შესაძლებლობას.

„ევროკავშირი მოუწოდებს ისრაელს, თავი შეიკავოს ამ გადაწყვეტილების განხორციელებისგან, აღნიშნავს მის ფართომასშტაბიან შედეგებს და ორი სახელმწიფოს პრინციპზე გადაწყვეტის სიცოცხლისუნარიანობის დასაცავად ქმედებების განხილვის აუცილებლობას”, - აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, ისრაელის ულტრამემარჯვენე ფინანსთა მინისტრმა, ბეზალელ სმოტრიჩმა, განაცხადა, რომ დაიწყება მუშაობა დიდი ხნის განმავლობაში გაყინულ დასახლების გეგმაზე, რომელიც დასავლეთ სანაპიროს ორ ნაწილად გაყოფს და მას აღმოსავლეთ იერუსალიმიდან გამოყოფს.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ