ონისე ცხადაძე თედო აბრამოვს გათავისუფლების შემდეგ სატელეფონო საუბრისას - ეს იმას ნიშნავს, რომ ვისაც მსგავსი რაღაც გაუკეთეს, ყველას გაუშვებენ

თედო აბრამოვს გათავისუფლება ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულმა მსახიობმა, ონისე ცხადაძემ ციხიდან მიულოცა.

მან სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან დარეკვის უფლებით მას შემდეგ ისარგებლა, რაც გაიგო, რომ თედო აბრამოვი სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.

თედო აბრამოვი ონისე ცხადაძეს ტელეფონით მედიის თანდასწრებით ესაუბრა.

„ეს იმას ნიშნავს, რომ ვისაც მსგავსი რაღაც გაუკეთეს, ყველას გაუშვებენ. ყველაზე მძიმე მუხლი ამ ადამიანებს გაუკეთეს, დანარჩენი რაღაც იქნება, გამოჩნდება.

საკანში გავიგე. მე და ვეფხია კასრაძე ვართ და გაგვიხარდა ძალიან. შემდეგ ვეფხია პაემანზე გავიდა, მარტო დავრჩი. მარტო რომ დავრჩი, ეს ემოციები ვის გავუზიარო-მეთქი, გამოვედი და თათიას დავურეკე“, - აღნიშნა ონისე ცხადაძემ.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ ნარკოდანაშაულში ბრალდებული პირი, თედო აბრამოვი უდანაშაულოდ ცნო - ის სხდომათა დარბაზიდან ცოტა ხნის წინ გათავისუფლდა. აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა მიიღო.

თეონა აქუბარდია - რუსეთის „წითელი ხაზებით“ იკითხება რუსეთის ინტერესი საქართველოს ბელარუსიზაციის, სამ სახელმწიფოდ დაშლილი ან კონფედერაციით მის ქვეშ, და აქ მთავარი კითხვაა, ამ ვითარებაში თუ რა ბერკეტი რჩება ქვეყანას ამის საპირწონედ?!
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს