ირაკლი ფავლენიშვილი - ტრამპისა და პუტინის ისტორიული შეხვედრა უნდა დასრულდეს უკრაინისთვის ხელსაყრელი შედეგით - ეს ჩვენთვისაც, ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისა და ევროინტეგრაციისთვისაც მნიშვნელოვანია

ტრამპისა და პუტინის ისტორიული შეხვედრა უნდა დასრულდეს უკრაინისთვის ხელსაყრელი შედეგით - ეს ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია, ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისა და ევროინტეგრაციისთვის,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა, რითაც 15 აგვისტოს, ალასკაზე აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების, დონალდ ტრამპის და ვლადიმერ პუტინის დაგეგმილ შეხვედრას გამოეხმაურა.

ირაკლი ფავლენიშვილის თქმით, ცივილიზებულმა სამყარომ, უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა არ უნდა შეწყვიტოს.

„რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ის ისტორიული შეხვედრა, რომელიც დღეს შედგება და ეს ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უკრაინისთვის ხელსაყრელი პირობებით მოხდეს დასრულება და ცეცხლის შეწყვეტა, რადგან ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის, ევროინტეგრაციისთვის მთავარია ის, თუ რა მოხდება რუსეთის იმპერიის ამბიციებთან დაკავშირებით. აუცილებლად უნდა მოხდეს ამ იმპერიის შეკავება და ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ამ მიმართულებით ცეცხლის შეწყვეტა. ამის შემდეგ კი ცივილიზებული სამყაროს მხრიდან, უკრაინის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა არ უნდა შეწყდეს და რუსეთის სტრატეგიული მიზანი, რაც უკრაინის როგორც სახელმწიფოს განადგურებას წარმოადგენს, ვერ შედგება, რადგან ეს ფაქტია და მომავალში რუსული იმპერიის ნგრევა და უკრაინის მშენებლობა გაგრძელდება“,- განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

შეგახსენებთ, აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების, დონალდ ტრამპის და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა დღეს, ალასკაზე გაიმართება. ამერიკული მედიის ცნობით, შეხვედრა ელმენდორფ-რიჩარდსონის სამხედრო ბაზაზე ჩატარდება.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია