ნარკოდანაშაულის საქმეზე თედო აბრამოვის მიმართ გამოტანილი განაჩენის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლო განცხადებას ავრცელებს

თედო აბრამოვის მიმართ ნარკოდანაშაულის საქმეზე გამოტანილი განაჩენის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლო განცხადებას ავრცელებს.

სასამართლოს განმარტებით, გამამართლებელი განაჩენი სათანადო სტანდარტის მტკიცებულებების არასაკმარისობის გამო დადგა.

„2025 წლის 15 აგვისტოს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის განაჩენით თევდორე აბრამოვი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა წარდგენილ ბრალდებაში.

საქმის მასალების მიხედვით თევდორე აბრამოვს ბრალად ედებოდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

სისხლის სამართლის საქმის არსებითად განხილვის შედეგად, სასამართლომ სათანადო სტანდარტის მტკიცებულებების არასაკმარისობის გამო გამოიტანა გამამართლებელი განაჩენი“, - ნათქვამია განცხადებაში.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია