ვლადიმერ პუტინი - პრეზიდენტ ტრამპს ვეთანხმები, რომ უკრაინის უსაფრთხოებაც უზრუნველყოფილი უნდა იყოს, მზად ვართ ამაზე ვიმუშაოთ - იმედი მაქვს, შეთანხმება, რომელსაც ერთად მივაღწიეთ, დაგვეხმარება ამ მიზნის მიღწევაში და გზას გაგვიკაფავს მშვიდობისკენ

პრეზიდენტ ტრამპს ვეთანხმები, რომ უკრაინის უსაფრთხოებაც უზრუნველყოფილი უნდა იყოს, იმედი მაქვს, რომ შეთანხმება, რომელსაც ერთად მივაღწიეთ, გზას გაგვიკაფავს უკრაინაში მშვიდობისკენ, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ალასკაში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“ჩვენი ქვეყანა გულწრფელად დაინტერესებულია ამის დასრულებაში. ამავდროულად, დარწმუნებულები ვართ, შეთანხმება მყარი და ხანგრძლივი რომ იყოს, საჭიროა ამ კონფლიქტის ყველა ძირეული მიზეზის, ძირეული მიზნის აღმოფხვრა და ეს რამდენჯერმე ვთქვით. საჭიროა რუსეთის ყველა ლეგიტიმური ინტერესის გათვალისწინება და ევროპასა და მთლიანად მსოფლიოში უსაფრთხოების სამართლიანი ბალანსის აღდგენა.

პრეზიდენტ ტრამპს ვეთანხმები, როგორც დღეს თქვა, რომ ბუნებრივია უკრაინის უსაფრთხოებაც უზრუნველყოფილი უნდა იყოს. ბუნებრივია, მზად ვართ ამაზე ვიმუშაოთ. იმედი მაქვს, რომ შეთანხმება, რომელსაც ერთად მივაღწიეთ, დაგვეხმარება ამ მიზნის მიღწევაში და გზას გაგვიკაფავს უკრაინაში მშვიდობისკენ. მოველით, რომ კიევი და ევროპული დედაქალაქები ამაზე კონსტრუქციულად იმუშავებენ და ამას არ დააზიანებენ", - განაცხადა პუტინმა.

პუტინს და ტრამპს არ დაუზუსტებიათ კონკრეტულად რაზე შეთანხმდნენ და დარბაზი ჟურნალისტების კითხვებზე პასუხის გაცემის გარეშე დატოვეს.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს