ვლადიმერ პუტინის განცხადებით, უკრაინასთან კონფლიქტი არ მოხდებოდა იმ დროს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რომ ყოფილიყო

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, 2022 წელს უკრაინასთან კონფლიქტი არ მოხდებოდა იმ დროს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რომ ყოფილიყო. ამის შესახებ პუტინმა ალასკაში, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"მახსოვს, 2022 წელს ბოლო კონტაქტების დროს მაშინდელ ადმინისტრაციასთან, როგორ ვცდილობდი დამერწმუნებინა მაშინდელი ჩემი კოლეგა [ჯო ბაიდენი], რომ არ იყო საჭირო სიტუაციის იქამდე მიყვანა, რომელსაც შეიძლებოდა სერიოზული შედეგები მოჰყოლოდა სამხედრო მოქმედებების სახით. მაშინ პირდაპირ ვთქვი, რომ ეს იყო დიდი შეცდომა.

ჩვენ გვესმის, პრეზიდენტი ტრამპი ამბობს "მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ომი არ იქნებოდა". ვფიქრობ, ეს მართლაც ასეა", - განაცხადა პუტინმა.

ამასთან, პრესკონფერენციაზე პუტინმა ტრამპს შესთავაზა, მორიგი შეხვედრა მოსკოვში გაიმართოს.

შეგახსენებთ, ალასკაში შეხვედრა სამი-სამზე ფორმატში ჩატარდა და დაახლოებით 3 საათი გაგრძელდა. ტრამპთან ერთად შეხვედრაში მონაწილეობდნენ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო და სპეცწარმომადგენელი, სტივ უიტკოფი. პუტინის გვერდით კი იყვნენ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და პუტინის თანაშემწე იური უშაკოვი.

მანამდე ტრამპი და პუტინი ერთმანეთს ანკორიჯში მდებარე ელმენდორფ-რიჩარდსონის სამხედრო ბაზაზე შეხვდნენ. თვითმფრინავებიდან გამოსვლის შემდეგ ლიდერებმა ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს. აეროდრომიდან ტრამპი და პუტინი ერთი ავტომობილით გაემგზავრნენ.

ვაჟა ბერიძე - პოლიტიკა მთავარის, არსებითის და არაარსებითის გამიჯვნის გარეშე არ არსებობს, ამიტომაა აქ აუცილებელი გონიერი და გამოცდილი ადამიანების არსებობა, რაც სადღეისოდ ასე არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„სოკარი“ სამხრეთ კავკასიაში პირველ სრულად ელექტრო დამტენ სადგურს ხსნის
„სილქ როუდ ჯგუფს“ საქართველოში დევიდ ჩიპერფილდის არქიტექტორული ბიურო შემოჰყავს
BSP-მ საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტის პარტნიორად Honeywell-ი შეარჩია