პაატა მანჯგალაძე - ლავროვის მაისურზე წარწერა СССР პუტინის ოცნებად დარჩება - ისინი მშვიდობაზე კი არა, ახალ დაპყრობებსა და ომებზე ოცნებობენ, საქართველოში კი რეჟიმი ხალხს კვლავ ზღაპრებს უყვება მშვიდობაზე

ლავროვის მაისურზე წარწერა СССР პუტინის ოცნებად დარჩება, მაგრამ მისი ქვეტექსტი ყველასთვის გასაგებია:­ ისინი მშვიდობაზე კი არა, ახალ დაპყრობებსა და ომებზე ოცნებობენ, ამის ძალა და შანსი რომ ჰქონდეთ,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, გუშინდელი შეხვედრით კიდევ ერთხელ დადასტურდა, ვინ არის რეალური გლობალური ომის ძალა მსოფლიოში.

„საქართველოში კი რეჟიმი ხალხს კვლავ ზღაპრებს უყვება მშვიდობაზე და საკუთარ ქვეყანას აბრალებს ომის დაწყებას. დიდი მიხვედრა არ სჭირდება ვისი ინტერესია საქართველოს აგრესორად და ომის დამწყებად წარმოჩენა, რა თქმა უნდა, მტრის.

უბრალოდ მე იმ ადამიანების სიბნელე და უნამუსობა მაფიქრებს ვინც დღეს იმპერიის აღდგენაზე მეოცნებე და საქართველოს ძირძველი კუთხეების 20%-ის მიმტაცებელ პუტინსა და ლავროვს გულშემატკივრობდა, თან ვითომ ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას იდეების გამგრძელებლებად და ჩემზე პატრიოტებად მოაქვთ თავი.

საქართველო არასოდეს დაბრუნდება იმპერიის რუსულ ჭაობში, ჩვენი მომავალი თავისუფლებისა და ევროპის გზაზეა და ამას ვეღარავინ შეაჩერებს. ერთიანობით გავიმარჯვებთ!“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს