არმაზ ახვლედიანი - ალასკაზე გამოჩნდა, ვინ უკვეთავს მუსიკას - ტრამპისთვის ეს წაუგებელი თამაშია, დაჰყვება პუტინი? დასრულდება ომი, ხოლო თუ პუტინი თავის სიჯიუტეში ჩარჩება, აშშ პროცესს რუსეთისთვის გამოუვალ ჩიხში შემყვან რეჟიმში გადაიყვანს

პუტინს სულ უფრო და უფრო მეტად უწევს ტრამპის მიერ შექმნილი რეალობისთვის თვალის გასწორება, რომელშიც მკაფიოდ ჩანს სტრატეგიული გამარჯვებისა და უალტერნატივო კრახისთვის განწირული ორი მხარე,- ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში პოლიტიკოსი არმაზ ახვლედიანი ალასკაზე აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინს შორის გამართულ შეხვედრას.

მისი თქმით, თუ პუტინი თავის სიჯიუტეში ჩარჩება, მაშინ აშშ პარტნიორებთან ერთად საბოლოოდ გადაიყვანს პროცესს შედარებით ხანგრძლივ, რუსეთისთვის გამოუვალ ჩიხში შემყვან და გამომფიტავ რეჟიმში.

„პრეზიდენტი ტრამპი ნაბიჯ-ნაბიჯ, ჯიუტად, მონდომებით მიჰყვება დასახულ გეგმას. ალასკაზე კიდევ ერთხელ გამოჩნდა, ვინ უკვეთავს აქ მუსიკას. პუტინმა ამბიციები ნაწილობრივ დაიკმაყოფილა, სახეც თითქოს შეინარჩუნა, თუმცა ამ ფსიქო-ემოციური ფონის მიღმა აშკარად იკვეთება ერთი არსებითი ტენდენცია - მას სულ უფრო და უფრო მეტად უწევს ტრამპის მიერ შექმნილი რეალობისთვის თვალის გასწორება, რომელშიც მკაფიოდ ჩანს სტრატეგიული გამარჯვებისა და უალტერნატივო კრახისთვის განწირული ორი მხარე. ტრამპისთვის ეს წაუგებელი თამაშია. დაჰყვება პუტინი? დასრულდება ომი, მიიღებს უკრაინა უსაფრთხოების გრძელვადიან გარანტიებს და ისიც (ტრამპი) ისტორიას დარჩება გამარჯვებულად;

თუ პუტინი თავის სიჯიუტეში ჩარჩება, მაშინ აშშ პარტნიორებთან ერთად საბოლოოდ გადაიყვანს პროცესს შედარებით ხანგრძლივ, რუსეთისთვის გამოუვალ ჩიხში შემყვან და გამომფიტავ რეჟიმში: მძლავრი სანქციებით, უკრაინის სწრაფი და სათანადო შეიარაღებით, ნატოს გაძლიერებით, პუტინის რეჟიმის მოგუდვის სხვა, აპრობირებული, მეთოდების ეფექტიანად გამოყენებით.

დიდი დასავლეთი, აშშ-ს თამადობით, ამ სახიფათო აღმართის ასავლელად მზადაა. პუტინის ნახევრად დაჟანგული და, ფაქტობრივად, ძირგამომპალი ეკონომიკური და სამხედრო სისტემა კი ამ გარდაუვალ, კოშმარულ წნეხს ვეღარ გაუძლებს.

მშვიდობა უკრაინაში, ღირსეული, სამართლიანი პირობების დაცვით, მხოლოდ დროის საქმეა. პუტინის მკვლელი ავტორიტარიზმისა და მისი ანომალიური განშტოებების (ივანიშვილ-კობახიძის კრიმინალური დაჯგუფების ჩათვლით) ბედი მკაცრად დეტერმინირებულია და სრულ შეუსაბამობაშია კაცობრიობის თანამედროვე, ნორმალურ, სამართლიან და წარმატებულ განვითარებასთან. კრემლის იმპერიალისტური რუდიმენტისა და მისი ივანიშვილ-კობახიძისეული სატელიტების დანაშაულებრივი პარპაშის დასრულების ულმობელი წამმზომი ჩართულია!“- წერს არმაზ ახვლედიანი.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა